სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

უგემრიელესი საცივის ლეგენდარული რეცეპტი სამეგრელოდან
31-12-2019
-
+


ახალი წლის სუფრისთვის მომზადებული სადღესასწაულო კერძებით ყველა დიასახლისი თავს იწონებს. როგორც ამბობენ, თქვენი ნახელავი გემრიელი რომ გამოვიდეს, ის მთელი გულით უნდა მოამზადოთ. ბევრ დიასახლისს მზა რეცეპტები სულაც არ სჭირდება,  სამზარეულოში საკუთარ ფანტაზიას რთავს და საფირო კერძებიც მრავლად აქვს.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული რეცეპტი, გემრიელი საცივის მოსამზადებლად, წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსმა გაგვიზიარა. გთავაზობთ ლირა ღურწკაიას მეგრული საცივის საიდუმლო რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით გემრიელი გამოდის. 

დაგჭირდებათ, შემდეგი ინგრედიენტები:

ინდაური

1 კგ თეთრი ნიგოზი

ხმელი ქინძი

წიწაკა

ნიორი

უცხო სუნელი

ყვითელი ყვავილი

ხახვი 

მწვანე ქინძი

მომზადების წესი: 

„მსუქანი“ ინდაური უნდა მოხარშოთ და მერე შეწვათ. უკვე შებრაწული დაჭერით. 

1 კილოგრამი  თეთრი ნიგოზი დაფქვით და ხელით დაამუშავეთ სრულ გათეთრებამდე. საცივისთვის სპეციალურად დამზადებული სანელებელები დაამატეთ, რომელშიც შედის ხმელი ქინძი, წიწაკა, ნიორი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი. ასევე უნდა 1 თავი ხახვი და მწვანე ქინძი. ეს ყველაფერი უნდა შეზავდეს, შემდეგ გემოვნებით დაამატეთ მარილი. 

ინდაურის ნაჭრები ჩაალაგდეთ მომზადებულ საცივში. 
 
არაჩვეულებრივი საცივი უკვე მზად არის. გემრიელად მიირთვით.

ბედნიერი ახალი წელი!

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება