სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საახალწლო დავალებები მოსწავლეებისთვის - სახალისო გაკვეთილების საიდუმლო პედაგოგებს
27-12-2019
-
+


საახალწლო დღეებში მოსწავლეებს ყველაზე მეტად ახალ წელთან დაკავშირებული თემები ახალისებთ. ამიტომ მათი სადღესასწაულო განწყობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და დავალებები შესაბამისად მისცეთ.

Etaloni.ge მასწავლებლებს საახალწლო დღეების აქტივობებს გთავაზობთ.

საახალწლო გასაფერადებლები

საახალწლო თემატიკის გასაფერადებლები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობაა. მათ ხატვისა და გაფერადების პროცესი ართობთ და საახალწლო განწყობას უქმნით. თქვენს მოსწავლეს კითხვა თუ უჭირს, გასაფერადებლების გვერდით სათანადო სიტყვები მიაწერინეთ.

თემატური გასაფერადებლები შეგიძლიათ ინტერნეტიდან წინასწარ​ ამობეჭდოთ და მოსწავლეებს კლასში დაახვედროთ.

მსოფლიო საათი

მოსწავლეებს დაავალეთ სასააათო სარტყელები შეისწავლონ და გაარკვიონ თქვენს მიერ შერჩეულ ქალაქებში ახალ წელს რამდენ საათიანი სხვაობით ხვდებიან.

სიტყვები მსოფლიოს ირგვლივ

მოსწავლეებს დაავალეთ მოიძიონ საახალწლო სიტყვები, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო იყენებენ. მაგალითად, როგორ არის ახალი წელი ამა თუ იმ ენაზე.

საახალწლო ფაზლები 

საახალწლო თემატიკის ფაზლები შეგიძლიათ ააწყობინოთ. ეს აქტივობა მათ გონებასაც გაავარჯიშებს და საახალწლო განწყობასაც შეუნარჩუნებს. ფაზლები სირთულის მიხედვით შეარჩიეთ.

საახალწლო წიგნები 

კლასში კითხვის საათი შეგიძლიათ მოაწყოთ. წიგნები თემატურად შეარჩიეთ. მათ სკოლის ან საჯარო ბიბლიოთეკებში მოიძიებთ.

საახალწლო ლექსები

მოსწავლეები საახალწლო ლექსებსა და პოემებს დიდი სიხარულით წაიკითხავენ, ამიტომ მათთვის სათანადო მასალა წინასწარ შეგიძლიათ შეარჩიოთ.

მოკლე ისტორიები

მოსწავლეებისთვის საახალწლო მოკლე ისტორიებს ინტერნეტში უხვად ნახავთ. ასეთი ისტორიები კლასშიც შეგიძლიათ განიხილოთ და სახლშიც დაავალოთ მათი წაკითხვა.

საახალწლო ფილმები

ასაკის მიხედვით მოსწავლეებს უამრავი საახალწლო ფილმი შეგიძლიათ აჩვენოთ. დაგვერწმუნეთ, ეს მოსწავლეებს ძალიან გაახალისებს და დღე აუცილებლად სასიამოვნოდ ჩაივლის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება