სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

10 რამ, რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს
19-12-2019
-
+


მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით ახალბედებისთვის, პირველი სამუშაო დღეები განსაკუთრებით რთულია.

Etaloni.ge  გირჩევთ როგორ მოემზადოთ გაკვეთილებისთვის და რა უნდა იცოდეთ, ახალბედა პედაგოგი თუ ხართ. თუმცა ქვემოთ მოცემული რჩევები, გამოცდილ პედაგოგებსაც გამოადგებათ. 

  • იყავით ორგანიზებულები!
ორგანიზებულობა აუცილებელი ელემენტია! მოაწესრიგეთ თქვენი მაგიდა, ფაილები, დაგეგმეთ, რას და როგორ გააკეთებთ. ორგანიზებულობა მოტივაციასაც გაგიზრდით.

  • არ დაიყვიროთ!
რაღაცები შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს, რაღაცები არ მოგეწონოთ, გაგიჭირდეთ, მაგრამ მოსწავლეებს არასოდეს დაუყვიროთ! გახსოვდეთ, ისინი ბავშვები არიან!

  • ჩამოწერეთ კარგი იდეები!
სახლში იქნებით, შესვენებაზე თუ ქუჩაში, თავში კარგი იდეა როგორც კი მოგივათ, ჩაიწერეთ. ასე თქვენს გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს გახდით.



  • შეადგინეთ გეგმა
სულ მცირე, ერთი კვირის გეგმა მაინც უნდა გქონდეთ წინასწარ ჩამოწერილი. ასე მოსწავლეების წინაშე უფრო თამამად დადგებით და თქვენი გაკვეთილებიც უფრო ნაყოფიერი იქნება.

  • კარგად დაისვენეთ
მასწავლებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გირჩევთ კარგად გამოიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დილით არც გაკვეთილის ჩატარების სურვილი და არც ენერგია გექნებათ.

  • პედაგოგებთან ითანამშრომლეთ ​
კომუნიკაბელურები იყავით, კოლეგებთან ითანამშრომლეთ და აზრები გაუზიარეთ. შესვენებებზე არასოდეს იჯდეთ მარტო. პედაგოგებთან მეტი კომუნიკაციით, მათი გამოცდილების გაზიარებით, ბევრ ახალს ისწავლით.



  • შეცდომის დაშვება პრობლემა არ არის!
შეცდომები თუ მოგივათ, განგაშს ნუ ატეხთ! ყველა შეცდომაზე სწავლობს რაღაცას.

  • მოუსმინეთ მოსწავლეებს!
მოსწავლეები სწავლების ახალ მეთოდს, გაკვეთილზე ახალ იდეებს თუ გთავაზობენ, ყოველთვის მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. გაკვეთილი ხარისხიანად ჩაივლის და მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან ისე თუ ჩაატარებთ, როგორც მათ გთხოვეს.

  • სიმშვიდე შეინარჩუნეთ 
რაც უნდა მოხდეს, სიმშვიდე არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ  მარტივი არ არის სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა განწყობისა და შესაძლებლობების მოსწავლეებს ასწავლოთ!

  • კლასი დეკორატიულად გააფორმეთ
დეკორატიულად გაფორმებულ საკლასო ოთახში თქვენც და მოსწავლეებიც თავს უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნობთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება