სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იდეალური მასწავლებლის 4 ტიპი, ვისგანაც ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ - თქვენ რომელს მიეკუთვნებით?
25-06-2020
-
+


იდეალურ სამყაროში მასწავლებელი გაკვეთილს ყველა მოსწავლისთვის გასაგებად ხსნის და მათ შთააგონებს, რომ მუდმივად მზად იყვნენ ახალი ცოდნის შესაძენად. თუმცა სკოლებში ხშირად სრულიად სხვა სურათი გვხვდება: მოსწავლეები ვერ უგებენ პედაგოგს, პატივს არ სცემენ მას ან ეშინიათ მისი.

„ეტალონი“ გაგაცნობთ იდეალური პედაგოგის 4 ტიპს, რომლებისგანაც ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ:

წარმატებაზე ორიენტირებული მასწავლებელი

ამ ტიპის მასწავლებლების შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. ისინი მუდმივად შედეგზე არიან ორიენტირებულები, მათთვის მთავარი მათი მოსწავლეების წარმატებაა. ასეთი პედაგოგები მოსწავლეებს გამუდმებით უნერგავენ აზრს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიღწევადია და მუდმივად ზრუნავენ მათ მოტივირებაზე.

თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი

მოსწავლისთვის საუკეთესო მაგალითი წარმატებული მასწავლებელია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საკუთარი თავის განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებული მასწავლებელი იდეალური პედაგოგის კატეგორიაშია. ამ ტიპის მასწავლებლები მოსწავლეების პატივისცემას მათი იმ თვისების გამო იმსახურებენ, რომ ისინიც მუდმივად მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ.

პირველობაზე ორიენტირებული მასწავლებელი

ასეთი პედაგოგისთვის მთავარი მონაწილეობა არაა, მისთვის მთავარი გამარჯვებაა და თავის მოსწავლეებსაც მუდმივად ამას უმეორებს. იგი ბუნებით ლიდერია და ცდილობს, მოსწავლეებშიც ეს თვისება გააღვივოს. პირველი ტიპის მასწავლებლების მსგავსად მომავალს ისიც პოზიტიურად უყურებს და მის მოსწავლეებს ასწავლის, რომ პირველობა თვითონ გვიპოვის, თუკი ჩვენ დავიწყებთ მისკენ მისასვლელი გზების ძებნას.

მასწავლებელი „პოზიტიური სარკე“

მასწავლებლების ეს ტიპი ყველაზე იშვიათად გვხვდება. იგი მუდმივად პოზიტიური ენერგიითა დამუხტული. ის თითქოს სარკეა, რომელშიც ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვხედავთ ჩვენს თავს. ასეთ მასწავლებლებს ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ისინი მარტო ბავშვის თვითშეფასებისა და თვითრწმენისთვის კი არა, მათი სიცოცხლისუნარიანობისთვისაც ზედგამოჭრილები არიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება