| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „სწავლანის“ წევრებმა (VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეთა ჯგუფი) სკოლის ბიბლიოთეკაში წაკითხული წიგნების პრეზენტაცია წარადგინეს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი-ფაქიზო ფანჩულიძე და კლუბის მეურვე დარეჯან ლაჭყეპიანი.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ გადმოსცეს თითოეული ნაწარმოების მოკლე შინაარსი (ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“, როალდ დალის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ო.ჰენრის „მოგვების ძღვენი“, გ.ლეონიძის „ნატვრის ხე“, ოტია იოსელიანის „მუხლზე დაწერილი ბარათები“, ჯერომ დევიდ სელაჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“), მთავარი სათქმელი და საკუთარი მოსაზრება ტექსტში წარმოდგენილი პრობლემის შესახებ. სკოლის დირექტორმა შეაქო მოსწავლეები და წარმატებები უსურვა მათ“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას