სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული კლუბების დახურვის ღონისძიება გაიმართა
12-12-2019
-
+


ახალციხის ციხის ციტადელზე ახალგაზრდული კლუბების SKYE PERFECTION-ისა და SKYE VISION-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული კლუბები „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ ფარგლებში არის ჩამოყალიბებული. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოთხ რეგიონში, SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.

დღევანდელ შეხვედრას „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ პროექტის მენეჯერი ნინო ნუცუბიძე, World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ირაკლი გიორბელიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, კოლეჯი „ოპიზარი“-ს წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ქ. ვალეს ტერიტორიულ ერთეულში ელიოზ ბარბლიშვილი, ქ. ვალეს საზოგადოებრივი ცენტრის მერეჯერი გიორგი ასპანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები და ვიდეო კოლაჟები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებსა და პროექტის ყველა პარტნიორს გადაეცა მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები. შეხვედრა SKYE VISION-ის ფლეშმობით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება