სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც მოწოდებით მასწავლებლები არიან - გაინტერესებთ, სწორად აირჩიეთ თუ არა პროფესია?
26-02-2020
-
+


მასწავლებლობა რთული პროფესიაა, იმისთვის რომ პედაგოგმა ბავშვი განავითაროს, მას გარკვეული თვისებები სჭირდება. ზოგიერთებს ის თანდაყოლი აქვთ. ასეთებზე ამბობენ - მოწოდებით მასწავლებელიაო.

გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც საუკეთესო მასწავლებლები არიან.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ცოდნის მიღება და მისი გაზიარება უყვარს. მშვილდოსანს შეუძლია საინტერესოდ გადმოსცეს გაკვეთილი, ასევე სიამოვნებით გაუზიაროს აუდიტორიას პირადი მოსაზრებები და საინტერესო ფაქტები. მას შეუძლია მოსწავლეებისთვის იყოს არა მხოლოდ პედაგოგი, არამედ მენტორი - საგანის სწავლასთან ერთად, აღზარდოს კიდეც ისინი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პედაგოგი საკმაოდ ლოიალურია, აქვს იუმორის გრძნობა, ამასთან, შეუძლია გაუმკლავდეს ცელქ და წესრიგის დამრღვევ ბავშვებს. მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და შემოქმედებითი. ამისთვის მას შეუძლია გამოიყენოს მრავალრიცხოვანი თვალსაჩინო მასალა, ასევე სიამოვნებით ჩაატარებს გასვლით გაკვეთილს, ორგანიზებას გაუკეთებს ექსკურსიას.

ქალწული

არავინ ისე სიღრმისეულად არ ახსნის გაკვეთილს, როგორ ქალწული. ახსნის დროს იგი მნიშვნელოვან დეტალებს ითვალისწინებს, შესანიშნავად ესმის სად ღირს გაჩერება და ჩაღრმავება. ქალწული მასწავლებელი ყველაზე სუსტ მოსწავლესაც კი გააგებინებს საგანს. მას ყველაფრის ახსნა შეუძლია. 

ასეთი მასწავლებელი საკმაოდ მომთხოვნია - რადგან, ის ისე იხარჯება მასალის ახსნისას! ქალწული პუნქტუალურია, ყურადღებიანი, საღად მოაზროვნე და სამართლიანი. იგი უქმად არ ხარჯავს საკუთარ და სხვის დროს, ყურადღებით ამოწმებს საშინაო დავალებას და ხედავს ყველაფერს, რაც კლასში ხდება. მისი მოტყუება მოსწავლეს ნაკლებად გამოუვა. სამაგიეროდ ქალწულთან სწავლა - ნამდვილი სწავლაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოგცემს.

კურო

კურო ცნობილია ნებისყოფით. ცოდნის გაზიარებისას, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მათ გონებაში დაილექოს. ამასთან, კურო ძალიან მომთმენია - ეს ეხმარება მას ახსნას მასალა გასაგებად, ამასთან აუცილებლობის შემთხვევაში ის მშვიდად უბრუნდება გაუგებარ ადგილებს. კურო მოსწავლეს არა მხოლოდ მისცემს თეორიულ ბაზას არამედ, ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ასწავლის. გაკვეთილზე მოიყვანს მარტივ და გასაგებ მაგალითებს. ამასთან, კურო იზრუნებს სასწავლო გარემოზეც - შეეცდება ის მაქსიმალურად კომფორტულად აქციოს. მშვიდობისმყოფელ კუროს მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეუძლია მათ უთანაგრძნოს.

სასწორი

სასწორისგან შესაძლებელია შესანიშნავი პედაგოგი დადგეს. ის მოსწავლეებს უხვი მასალით არასდროს დატვირთავს. ის მოსწავლეებს ამოსუნთსვის საშუალებას ყოველთვის მისცემს. ის შეეცდება არ დატვირთოს აუდიტორია მათთვის გაუგებარი რთული მასალით, შეეცდება სასწავლო პროგრამის დაბალანდებას. აუცილებლად ჰკითხავს მოსწავლეებს როგორ უმკლავდებიან მასალას. 

სასწორები ლამაზად და სწორად მეტყველებენ. ისინი ობიექტურები და ტაქტიანები არიან და პატივისცემით ურთიერთობენ ყველასთან. უფლებას აძლევენ მოსწავლეებს ჰქონდეთ საკუთარი აზრი. შენიშვნებზე სასწორი რბილად მიუთითებს - იგი მოსწავლეს მიმართულებას აძლევს. სასწორი სიამოვნების მოამზადებს მოსწავლეებისთვის ლამაზ თვალსაჩინო მასალას და წაიყვანს მთელ კლასს კულტურულ ადგილებში, მაგალითად თეატრში. 

მერწყული

მერწყული მოსწაველეებისგან ერთ გუნდს შეკრავს. მისი მიზანია - ბავშვები საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან გამოიყვანოს, გააფართოვოს მათი მსოფლმხედველობა, მისცეს ახალი იდეები და შთააგონოს.

ის ტრადიციულ პროგრამას აუცილებლად გადაუხვევს, თუ მას მოძველებულად და უსარგებლოდ ჩათვლის. გარეგნული იერსახითაც ის კოლეგებისგან განსხვავდება - ის არ მოირგებს ნაცრისფერ კოსტიუმს და ცხვირზე სათვალეს. 

მერწყული მასწავლებლის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის იქცევა ერთდროულად სწავლად და გართობად. იგი ახალ სასწავლო მეთოდებს გამოიყენებს და მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს მოაწყობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება