სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ მივწეროთ წერილი თოვლის ბაბუას?
26-12-2019
-
+


თოვლის ბაბუას სწორად დაწერილი ტექსტი დაეხმარება თქვენი სურვილები კარგად გაიგოს და თქვენი სახლსაც მარტივად მოაგნოს. 

თოვლის ბაბუა ძალიან დაკავებულია, ამიტომ კარგად დაფიქრდით რისი თხოვნა გინდათ და ისე მისწერეთ. წერილი ლამაზად გააფორმეთ და მშობლებს მიეცით, რომ თოვლის ბაბუასთან გააგზავნონ.

etaloni.ge გასწავლით თოვლის ბაბუასათვის წერილი როგორ დაწეროთ.

1. წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში გარკვევით დაწერეთ თქვენი მისამართი და თარიღი. 

2. წერილი დაიწყეთ სიტყვებით „ძვირფასო თოვლის ბაბუა“.

3. თოვლის ბაბუას უთხარით ვინ ხართ. მართალია ის მთელი წელი გაკვირდებათ და კარგად გიცნობთ, უბრალოდ, ასე თქვენი წერილი სხვა ბავშვების წერილებში არ აერევა. თოვლის ბაბუას ხომ ძალიან ბევრი უგზავნის თხოვნებს. 

მაგალითად, „ჩემი სახელია ანა. მე ვარ 8 წლის“. 



4. ჰკითხეთ თოვლის ბაბუას როგორ არის, ირმები როგორ ჰყავს და ა.შ.

მაგალითად „ძვირფასო თოვლის ბაბუა, იმედია გასული ახალი წლის საჩუქრების დარიგების შემდეგ კარგად დაისვენეთ“.

5. სანტას მოუყევით ამ წელში კარგი რა გააკეთეთ.

„სანტა, მინდა იცოდე, რომ ამ წელს ძალიან ყოჩაღად ვიქცეოდი და მშობლებს ვუჯერებდი. ყოველთვის ვასუფთავებდი ოთახს, როცა დედა მეუბნებოდა“.

6. უთხარით თოვლის ბაბუას საჩუქრად რისი მიღება გინდათ.

„თოვლის ბაბუა, ძალიან მინდა ახალი კედები და ფეხბურთის ბურთი მქონდეს“.

7. თოვლის ბაბუას საჩუქარი სხვისთვისაც შეგიძლიათ სთხოვოთ.

„ძვირფასო თოვლის ბაბუა, დედაჩემისთვის შოკოლადის ორი ფილა მინდა, რადგან მას ტკბილეული ძალიან უყვარს“.



8. თოვლის ბაბუა​ს წინასწარ გადაუხადეთ მადლობა და დაემშვიდობეთ.

„ძვირფასო თოვლის ბაბუა, კიდევ ერთხელ მადლობა წინა წლის საჩუქრებისთვის. ირმები მომიკითხე. ძალიან მიყვარს საშობაო ფილების ყურება, სადაც ისინი ჰაერში დაფრინავენ“.

9. წერილს ხელი მოაწერეთ და გამოიყენეთ სიტყვები „პატივისცემით“, „სიყვარულით“ და ა.შ.

მაგალითად, „სიყვარულით, ანა“.

10. წერილი დეკორატიულად გააფორმეთ.

შეგიძლიათ კონვერტში წერილთან ერთად თქვენი ნახატიც ჩადოთ ან წერილის ფურცელი ნახატებითა და სტიკერებით გააფორმოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება