სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ, თუ გინდათ, თქვენს შვილს თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეს
29-12-2019
-
+


თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები თოვლის ბაბუის არსებობაში დაარწმუნოთ, მხოლოდ სწორად შერჩეული საჩუქარი ვერ დაგეხმარებათ. საჭიროა იცოდეთ, რა არ უნდა შეგეშალოთ, რომ პატარებმა თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი არ შეიტანონ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 5 შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ, თუ გინდათ, რომ თქვენს შვილებს თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეთ:

საჩუქრის ქვითარი

არასდროს შეინახოთ საჩუქრის ქვითარი თქვენს ჩანთაში ან კიდევ უარესი - არასდროს დაგრჩეთ ის სასაჩუქრე შეფუთვაში, თორემ შეიძლება თქვენმა შვილებმა იფიქრონ, რომ საჩუქარი თქვენს მახლობლად მდებარე რომელიმე მაღაზიაში იყიდეთ, რასაც ნამდვილი თოვლის ბაბუა არასდროს იკადრებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის საჩუქრებს, როგორც წესი, ლაპლანდიაში არჩევს.

თოვლის ბაბუის ფორმა თქვენს კარადაში

თუკი თოვლის ბაბუა გთხოვთ, რომ მისი ფორმა თქვენს კარადაში შეინახოთ, უმჯობესია ამაზე უარი უთხრათ, რადგან შეიძლება თქვენს კარადაში აღმოჩენილმა ფორმამ ბავშვებს მისი არარსებობა აფიქრებინოს. როცა ამდენი ადგილია, სადაც შეიძლება თოვლის ბაბუამ თავისი ფორმა საგულდაგულოდ დამალოს, რატომ უნდა შეინახოთ იგი ისეთ ადგილას, სადაც ბავშვები ადვილად მიაგნებენ?

ნაცნობი ხელწერა

თუკი თქვენს შვილს თოვლის ბაბუა ხელნაწერ წერილს მისწერს, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი თქვენს კალიგრაფიას არ უნდა ჰგავდეს, თორემ ბავშვების გამჭრიახი გონება აუცილებლად იფიქრებს, რომ წერილი არა თოვლის ბაბუამ, არამედ თქვენ დაწერეთ.

თოვლის ბაბუის წერილი მშობლების ჩანთაში

პატარებს ხშირად აინტერესებთ, რა დევს უფროსების ჩანთაში, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ისინი ერთ დღეს გადაწყვეტენ თქვენი ჩანთები დაათვალიერონ. თუმცა ამისთვის თქვენ მზად უნდა იყოთ და იცოდეთ, რომ თოვლის ბაბუასთან გასაგზავნი წერილი და არც მისი პასუხი თქვენს ჩანთაში არ უნდა ინახებოდეს.

განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები

უმჯობესია, თუ თქვენს თოვლის ბაბუას რაიმე გამოკვეთილი ნიშანი არ ექნება, მაგალითად, ისეთი ფერის თვალები, როგორიც თქვენ გაქვთ, შრამი, ხალი ან რაიმე, რითიც პატარები მას თქვენთან დააკავშირებენ და კეთილი თეთრწვერა ბაბუის არსებობაში ეჭვს შეიტანენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება