სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწორედ izrune.ge და მსგავსი პროექტები გაიყვანს მომავალ თაობებს სწორ გზაზე - წყალტუბო ინოვაციურ პროექტს აფასებს
04-12-2019
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო გაბიძაშვილი დიდი ხანია „ეტალონის“ გულშემატკივარია, წელს კი სკოლა izrune.ge-ს პროექტშიც ჩაერთო და როგორც ქალბატონი ნატო ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, განსაკუთრებული ძალისხმევა არც დასჭირვებია, მოსწავლეები და მშობლები პროექტში მონაწილეობის საჭიროებაში დაერწმუნებინა.

„პროექტი როგორც კი გავაცანით, მოსწავლეები მაშინვე ჩაერთნენ და არცაა გასაკვირი, რადგან ესაა ეროვნული პროექტი, რომელიც მიმართულია ეფექტური განათლებისკენ. სწორედ Izrune.ge  და მსგავსი პროექტები გაიყვანს მომავალ თაობებს სწორ გზაზე“, - ასეთია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის სკოლის დირექტორის პოზიცია, რომელიც izrune.ge-ს კიდევ ერთ დამსახურებად იმას მიიჩნევს, რომ პროექტი დამატებით ფინანსებს არ საჭიროებს, რაც მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 


 

„გარდა ამისა, მათ იციან, რომ ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მონაწილეობა. მშობლების დარწმუნება არც დაგვჭირვებია - როდესაც izrune.ge-ს შესახებ ყველაფერი შეიტყვეს და გააცნობიერეს, რამდენად სასარგებლოა ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის, ეგრევე გამოთქვეს სურვილი, ჩართულიყვნენ. შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენ სკოლაში უპრობლემოდ და თავისთავად მოგვარდა“, - ამბობს ქალბატონი ნატო და დასძენს, რომ მოსწავლეებიც ძალიან კმაყოფილები არიან. „ელიან, როდის გამოქვეყნდება ახალ-ახალი აქტივობები და თავადაც შეძლებენ ჩართვას. მათ არ აშინებთ ახალ-ახალი გამოწვევები და სწორედ ესაა izrune.ge-ს უდიდესი დამსახურება; აღარაფერს ვამბობ, იმაზე, რომ ტესტები მრავალფეროვანია და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე. ასევე სასიხარულოა ფაქტი, რომ izrune.ge ყველაზე მეგობრული კლასის გამოვლენაზეც იზრუნებს და ამ სიახლის შესახებ თავად ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა შეგვატყობინა, როდესაც წყალტუბოში იყო ჩამოსული... ერთი სიტყვით, ყოველი მოსწავლე აუცილებლად აღმოაჩენს izrune.ge-ს პროექტში მისთვის საინტერესო მიმართულებას!“

კესო გულბანი ახალი საყულიის სკოლის ისტორიის პედაგოგი, მერვე კლასის დამრიგებელია და izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორედ მშობლებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა, izrune.ge-ს პროექტში ჩართულიყვნენ მათი შვილები. თავად ორი შვილის დედაა და როგორც მშობელი, პროექტში მოსწავლის მონაწილეობას აუცილებლობად მიიჩნევს,რადგან izrune.ge-მ ბავშვებს წიგნის საჭიროება აგრძნობინა: „ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით - ტესტებზე დამოუკიდებლად მუშაობა უნდოდა და არავინ მიგვიკარა, მეორე დღეს კი, თავად დაიწყო ინფორმაციების  მოძიება იმ კითხვებზე, რასაც ვერ უპასუხა; დახმარება მთხოვა - რომელი წიგნები წავიკითხოო. ბავშვები მიხვდნენ, რომ რაც მეტს წაიკითხავენ, მით მეტი ეცოდინებათ და მეტ წარმატებასაც მიაღწევენ ჩვენ კი, მასწავლებლებიცა და მშობლებიც ყველანაირად დავეხმარებით“.


izrune.ge-მ ახალი საყულიის ერთ-ერთ მოსწავლესთან გასაუბრებაც მოახერხა - ნათია მუკბანიანი მეხუთეკლასელია, ლამაზი და ცქრიალა გოგონა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, izrune.ge-ს ტესტებს როდის შეასრულებდა. 

„ძალიან მინდოდა პროექტში ჩართვა, რადგან izrune.ge საშუალებას მაძლევს, ჩემი ცოდნა შევამოწმო. მით უმეტეს, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა მიყვარს და ამიტომ მონაწილეობა არ მიჭირს. ჩემი ძმაც მონაწილეობს პროექტში, მართალია ის ცოტა უფროსია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ასე უკეთეს შედეგს ვაღწევთ. სწავლა ხომ ყველა ბავშვისთვის საჭიროა. მე მინდა, ექიმი გამოვიდე. ადამიანებს დავეხმარო, მძიმე დაავადებებისგან განვკურნო და ვიცი, ამ ყველაფრის მისაღწევად ბევრი სწავლა მომიწევს“.

მთავარია, მონდომება და ადამიანი მიზანს აუცილებლად მიაღწევსო, - გაგვანდო ნათიამ, რომელიც უფროს ძმასთან ერთად ცდილობს, izrune.ge-ს ტესტებს ღირსეულად გაართვას თავი; რაც არ იცის, ისწავლოს, არსებული ცოდნაც განიმტკიცოს და მშობლებიც გაახაროს თავისი წარმატებით. ხუმრობა ხომ არაა, ნათიას ექიმობა უნდა, ეს კი საპასუხისმგებლო პროფესიაა და გოგონამაც იცის, ბევრი შრომა მოუწევს, სანამ საუკეთესო ექიმის სტატუსსა და უფლებას მოიპოვებს, თეთრი ხალათი ღირსეულად ატაროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება