სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მჯერა, ლოლიტა სათქმელს მთელი საქართველოს მასშტაბით იტყვის“ - წყალტუბომ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
27-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას წყალტუბოს მერიის წარმომადგენლები, წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლოლიტა კინწურაშვილმა მოიპოვა.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, გამარჯვებულს გამორჩეულ მოსწავლედ ახასიათებს და ამბობს, რომ ეს მთელი სკოლის გამარჯვებაა:

„ლოლიტას მიმართ დიდი მოლოდინი გვქონდა, რამდენადაც ორი წლის წინ, როცა „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ ზურა ჩაჩავა გახდა, ლოლიტა იყო საუკეთესო 9 მოსწავლეს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ის ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე იყო. 

ზოგადად, მოსწავლეები დამატებით მეცადინეობენ ხოლმე, მაგრამ, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არანაირი რეპეტიტორი ლოლიტასთვის არ არსებობს. ის მეცადინეობს პირდაპირ სკოლაში მიცემული დავალებებით და გულისყურით ზის ყველა გაკვეთილზე. მის გამარჯვებასთან ერთად ეს არის მთელი სკოლისა და პედაგოგიური კოლექტივის გამარჯვება, რადგან ჩემი პედაგოგების შრომა-გარჯამ ლოლიტას გამარჯვებაში იჩინა თავი. 

ლოლიტა ობოლი მოსწავლეა, მამა არ ჰყავს, განსაკუთრებით მზრუნველია მშობლისადმი და ყველაფერს აკეთებს, რომ დედის გული გაახაროს. ამითაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ზრდილობიანი, კომუნიკაბელური, სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეთა თვითმმართველობაში აქტიურად ჩართული მოსწავლეა. ის არის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ჯილდოს მფლობელი და სკოლის მარგალიტი.

დღეს არ შეგვეძლო, განსაკუთრებული ყურადღება არ გამოგვეჩინა მის მიმართ. პედაგოგიურმა კოლექტივმა და დირექციამ შევუძინეთ სახელმძღვანელო, რომელიც საშურ დახმარებას გაუწევს „ეტალონის“ ფინალის დღესასწაულისთვის. როგორც დირექტორმა, მას მივამაგრე ჩვენს სკოლაში არაფორმალური განათლების კუთხით არსებული ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, რომ ლოლიტამ კარგი შედეგი დადოს ფინალში. ის კონსულტირებას გაუწევს ლოლიტას მეცადინეობას.

ლოლიტა არცერთი საგნის მიმართ არ შეანელებს ყურადღებას და იმედია, ეყოფა დრო კლასგარეშე ლიტერატურისთვისაც. მჯერა, ლოლიტა სათქმელს მთელი საქართველოს მასშტაბით იტყვის“.

ლოლიტას განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე საუბრობს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა არაბიძეც:

„ლოლიტა ძალიან კარგი ბავშვია. ძალიან დიდ მოლოდინები გვაქვს ფინალისთვის. ხომ არის, ზოგჯერ გაუმართლა ბავშვს და ისე მოიპოვა გამარჯვება?! მაგრამ ლოლიტას შემთხვევაში ასე არაა. ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი, ყოველდღიურად მეცადინე ბავშვი. ჩემი შვილიც მის კლასშია და მისათითებელი ბავშვია ჩემთვის. გულისხმიერი, ძალიან პასუხისმგებლიანი და ყველანაირად დადებითი თვისებებით შემკული მოსწავლეა. ყველა საგანს ერთნაირად ფლობს და ყველა საგანზე მომზადებული მიდის. მოულოდნელი არ იყო მისი გამარჯვება და ამიტომაც დიდი მოლოდინები გვაქვს“.

თავად „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“, ამბობს, რომ გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო და ფინალური ეტაპისთვის აქტიურად მომზადებას გეგმავს:

„ძალიან გამიხარდა. მონაწილეობაც და ისიც, რომ მაღალი ქულა მქონდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მანამდეც ვმონაწილეობდი „ეტალონში“ და წარმატებულად ვიასპარეზე, მაგრამ „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული განსაკუთრებული იყო ჩემთვის. 

ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო და უკეთ ვისწავლო, ვკითხულობ სხვადასხვა წიგნს, რომ დამატებითი ცოდნა მივიღო, რაც „ეტალონში“ ძალიან დამეხმარა. გამარჯვებას მოველოდი, რადგან პირველი არ იყო ეს ჩემთვის. გამიხარდა, რომ ჩემს თავსაც მოვუტანე წარმატება და ჩემს სკოლასაც. ფინალისთვის ნელ-ნელა დავიწყებ მომზადებას. სხვადასხვა ლიტერატურას წავიკითხავ. იმედი მაქვს, ფინალშიც მაღალ ქულებს მივიღებ და საუკეთესო მოსწავლეებს შორის მოვხვდები“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა“.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება