სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ერთიანობის „ეტალონი“ - ხონი გამარჯვებულის გამოვლენის მოლოდინშია
27-11-2019
-
+


ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ხონის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას  ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე,   მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ხონის ეტალონ მოსწავლეს“ მიხეილ ფურელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ხონის N3 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდულ-სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ალეკო ვეკუას სახელით გამარჯვებულს საჩუქრად წიგნის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ხოლო პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ წიგნებით დაასაჩუქრა. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ

ხონის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ხონის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონის“ ონლაინ ტესტირება ძალიან მოსახერხებელი იყო“ - ხონში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება