| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკის კვლევა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის გათვალისწინებულ სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალში შედის.
აღნიშნულ აქტივობას „მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების ინსტრუმენტების“ დებულება ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელი კვლევის ანგარიშს წარუდგენს შეფასების ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს კვლევის ხარისხს და წყვეტს ის დადებითად შეაფასოს თუ უარყოფითად.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შეფასების მაქსიმალური ქულაა 40. მასწავლებელს 2 კრედიტქულა მიენიჭება, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.
ინფორმაციას დადებითად შეფასებული კვლევის შესახებ, ასევე მის შედეგებს სკოლა განათავსებს თავის ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.
მასწავლებელი დადებითად არ შეფასდება შემდეგ შემთხვევებში: თუ ავტორი კვლევის პროცესში არ იცავს კვლევის ეთიკის ნორმებს; თუ არ არის განხორციელებული ინტერვენცია.
იხილეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის შეფასების რუბრიკა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნი - „დედაენა“ შექმნეს
უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი