| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სპარტაკ ტაბატაძემ IX-X-XI კლასებში ტოლარენტობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების თემები იყო: „ ჩვენ თანასწორები ვართ", „ტოლერანტობა და თავისუფლება".
პედაგოგის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ განსხვავებული შეხედულებების ადამიანების თანასწორობა.
„მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შემწყნარებლობა, თანასწორობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. ასევე ღონისძიების დევიზი იყო „მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ".
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში და გამოავლინეს ღრმა დაინტერესება აღნიშნული საკითხისადმი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა