სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განსაკუთრებით მზრუნველი პედაგოგის წერილი მთელ საქართველოს
21-11-2019
-
+


„ჩვენ გვიყვარს izrune.ge!  შეიყვარეთ თქვენც! 

izrune.ge ტესტირების ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეები საკუთარი კლასის შესაბამისად, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინდივიდუალურ , მამოტივირებელ ტესტებს გადიან, რაც მომავალი თაობის განვითარებას ემსახურება. მოსწავლეები იმტკიცებენ პროგრამულ ცოდნას და თანდათანობით ეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესში ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები, ახალისებთ თავიანთი წარმატებები და მოუთმენლად ელიან ახალი კვირის დადგომას, რადგან ყველას წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.

 ბავშვებთან ერთად ამ პროცესში სიამოვნებით არიან ჩართულები მათი მშობლები. ისინი თავიანთ პატარებთან ერთად ცდიან საკუთარ ცოდნას და განსაკუთრებულად კმაყოფილები არიან მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მათმა პატარამ უკეთ იცის. რადგან სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფაქტორია, ამიტომაც არიან ისინი  izrune.ge-ს ოჯახის წევრები. 

ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ის , რომ ამ პროექტში მისი შექმნის დღიდანვე ვარ ჩართული. ძალიან შრომატევადი, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო იყო პროექტის ფარგლებში ჩემს სამუშაო გუნდთან გატარებული ყოველი საათი და წუთი. თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ ქეთევან შეყრილაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა ექვსკაციანი ჯგუფი (ელისო მურადაშვილი, თეა მაცაბერიძე, ელისო ჯანელიძე, შორენა ტაბატაძე, შორენა მაჩიტიძე და შორენა გეწაძე) რამდენიმე თვის მანძილზე ვმუშაობდით მე-4 კლასის ტესტების შექმნაზე და ვფიქრობდით, რომ თითოეული ტესტი ბავშვებისათვის საინტერესო და სახალისო გამოსულიყო. 

სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაწევრიანდა აღნიშნულ პროექტში და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი ტესტირების პროცესში. განსაკუთრებული მზაობა და მოლოდინები აქვთ ,,წიგნიერების დღისადმი“. მოიძიებენ და კითხულობენ მათი ასაკის შესაბამისად მითითებულ ტექსტებს და ტესტირების მეორე დღეს ერთმანეთს უზიარებენ წაკითხული ნაწარმოებებიდან დასმულ კითხვებს.  ყოველი ხუთშაბათი სასიამოვნო მოლოდინებით აღსავსეა, ბავშვები თავიანთ თავს მინი გამოცდას უწყობდნენ, ბედნიერები არიან მიღწეული შედეგებით და ელოლიავებიან შეჯამებელი ტესტირების დროს მიღებულ დიპლომებს. კლასში წარმატების კედელი გვაქვს. მოსწავლეები თავიანთი პაწაწა ხელებით აკრავენ კედელზე საკუთარი შრომით მოპოვებულ წარმატების დამადასტურებელ დიპლომებს.  

გაგვახალისა წამახალისებელი ტიტულების მინიჭების პროცესის დაწყებამაც. ჩვენი სკოლა (თერჯოლა-ზედა საზანოს საჯარო სკოლა) იმ სკოლათა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სასწავლო წლის პირველი თვიდანვე ჰყავთ ,, სუპერ კლასები“.

2019-2020 სასწ.წლის პირველი ,,სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები კი ჩვენ, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც ვართ. კლასის 19 მოსწავლიდან ყველა მოსწავლე ჩართულია ამ გასაოცარ პროექტში. მოუთმენლად ველოდებით ნოემბრის შემაჯამებელ ტესტირებას, რადგან სასწავლო წლის დაწყებიდან ორივე თვეში (სექტემბერი, ოქტომბერი) მოგვენიჭა ,,სუპერ კლასის“ ტიტული. გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომით სასწავლო წლის ,, მომავლის კლასის“, ხოლო აქტიურ მშობლებს ,,მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭოთ.

  ჩვენ გვიყვარს izrune.ge! შეიყვარეთ თქვენც და გახდით ამ დიდი და მზრუნველი ოჯახის განუყრელი წევრები!
                                 
  ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი - შორენა გეწაძე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება