| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნების შესახებ განმარტება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, თანამდებობაზე დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი ჩართული იყო განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე, როგორც მისი მომზადების, ისე განხორციელების პროცესში.
„მან ზედმიწევნით იცის, ბოლო წლების განმავლობაში რა ხდებოდა განათლების სამინისტროში, როგორ ხდებოდა რეფორმის მომზადება და განხორციელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამ და მის სხვა ღირსებებთან ერთად მინისტრი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც დღეს მიმდინარეობს განათლების სისტემაში, ძალიან წარმატებულად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერმა ყოფილ მრჩეველს პირველი დავალებაც მისცა და მინისტრს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პროფესიულ განათლებას.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რათა შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში, აღმოიფხვრას ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე. მინდა, ვთხოვო, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს“, - მიმართა ახლად დანიშნულ მინისტრს გახარიამ.
ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე მეორედ გუშინ დაინიშნა. მანამდე, მინისტრობის თანამდებობას 2017-2018 წლებშიც, 8 თვის განმავლობაში იკავებდა, შემდგომ კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ