TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქუჩაში შემომხვდა დედა და მკითხა, რაიმე ხომ არ ვიცოდი“ - სად ნახეს ბოლოს 15 წლის გოგონა, რომელიც სოფელ შილდადან გაუჩინარდა
13-11-2019
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს პოლიცია ეძებს. გაუჩინარებამდე გოგონა მასწავლებელს გაკვეთილიდან გაეთავისუფლა. 

აღნიშნულ ინფორმაციას etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი დარეჯან კანანაძე ადასტურებს.

„4 გაკვეთილის შემდგომ დაეთხოვა მასწავლებელს, უთხრა, რომ მუცელი სტკიოდა, ცუდად იყო და გათავისუფლება სთხოვა. მეხუთე და მეექვსე გაკვეთილს არ დასწრებია, შესაბამისად დაფიქსირებული აქვს არებიც.

დაახლოებით 4-ის ნახევარზე მე ქუჩაში შემომხვდა მოსწავლის დედა და მკითხა, რაიმე ხომ არ ვიცოდი, რადგან გოგონა სახლში არ იყო მისული. სწორედ მაშინ გავიგე ფაქტის შესახებ. 

თამამი ბავშვია, თუმცა როგორც დამრიგებელი ამბობს, ისეთი მოსწავლე არ არის, რომელიც რამეს მოატყუებდა. სხვა დროსაც ყოფილა მოსწავლის  გაკვეთილიდან დათხოვნის ფატი, რაც მშობლისთვისაც შეუტყობინებია მასწავლებელს და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მოსწავლე ტყუილში რომ ყოფილიყო შემჩნეული, არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებდა გაკვეთილიდან“, - განაცხადა დარეჯან კანანაძემ.

სოფელ შილდაში დაკარგული 15 წლის გოგონა ბოლოს ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. საქმეს ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება