| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში პედაგოგ ნარგიზ ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით პროექტი - „გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“ ჩატარდა.
პედაგოგის თქმით, პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.
„საქართველოში ბულინგი დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბულინგის ფორმები, როგორც სკოლის მოსწავლეებთან ისევე მოზარდ ადამიანებშიც გვხვდება. მისი მსხვერპლი კი ძირითადად, ან ძალიან წარმატებული მოსწავლე ან გარეგნული ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები. ჩვენს გარშემო ხშირია ჩაგვრის ფაქტები, რომელიც ითხოვს ყურადღებას, საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, მოსწავლეებს შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებს, ასევე გაეცნობიან დისკრიმინაციის დაძლევის გზებს, გაიაზრებენ რა არის ბულინგი და როგორ ავიცილოთ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს ფორმა.
თრიალეთის საჯარო სკოლის ფარგლებში ბულინგის ფაქტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და სუფთა, ჯანსაღი ურთიერთობების დამკვიდრება, ყველა პედაგოგმა მივიჩნიეთ საკუთარ ვალდებულებად“,- აღნიშნავს ნარგიზ ვაშაყმაძე.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა