სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
08-11-2019
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოდგომის სუფრა გაშალეს, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში დიდი ფუსფუსი და შემოდგომის არომატული სურნელი იგრძნობოდა.

„ფოთოლთა შრიალით, თათარას თუხჩუხით, მაჭრის ჩუხჩუხითა და ლაღი სუფრულით გააცილა შემოდგომა IV-ბ კლასმა. სევდიან ფოთოლცვენას მოსავლის მიღების მხიარულება შეუწყვეს და პოზიტიური გარემო შექმნეს.

გოგონებმა გემრიელი სუფრა გაშალეს, ვაჟებმა ძარღვიანი სადღეგრძელოები შემოგვთავაზეს და ერთობლივ ცეკვა-თამაშში დამსწრე საზოგადოებაც აიყოლიეს.

გარდა შემოდგომისა, მოსწავლეებმა თბილი ჩახუტებითა და მადლობით დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს მათი უკვე ყოფილი პედაგოგი, ჟენია მასწავლებელი და დაჰპირდნენ, რომ მის ამაგს უკვე გაზრდილები აუცილებლად დაუბრუნებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ის იყო, რომ მოსწავლეებმა მაყურებელს სოფლისა და იქ მცხოვრები ჩვენი ბებია-ბაბუათა მიმართ ყურადღების აუცილებლობა შეახსენეს - გავუფრთხილდით სოფლებს, სოფლებში ვენახებს, ვენახში ვაზს, ვაზთან კი ჩამუხლულ პაპას.

გავუფრთილდეთ, მოხუცებს, ტანჯვის, გაცრუებული იმედებისა და ოცნებების ამარა სოფლად დარჩენილ მოხუცებს, რადგან ისინი არიან ჩვენი ფესვი და  მათ გარეშე გაგვიძნელდება არსებობა. - ეს იყო ის სევდიანი გზავნილი, რაც შემოდგომის ხალისის მიღმა იმალებოდა“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ღონისძიება ჩურჩხელების ამოვლებით, თათარისა და სხვა სოფლის გემრიელი ნობათის დაგემოვნებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება