| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, V-X კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი - „არა ბულინგს“ გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია, მოზარდებმა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბულინგის ყველა ფორმის მიმართ; დაფიქრდნენ ადამიანებზე, რომელთაც უწევთ ჩაგვრის, დამცირების, ტკივილისა და შეურაცხყოფის ატანა, იზღუდება მათი უფლებები, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლებისა და საზოგადოების თანადგომა; გამოავლინონ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები პოსტერების შექმნის პროცესში.
კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი - გადაეცემა დიპლომი და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
II ადგილი - გადაეცემა დიპლომი და 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
III ადგილი - გადაეცემა დიპლომი და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
ამასთან, ჟიურის რჩეულებს (4 ნომინაცია) გადაეცემათ დიპლომები და 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.
კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა