სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სიამოვნება და სტიმულია შენი სწავლით დაეხმარო სხვებს“ - ლაგოდეხმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
07-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ლაგოდეხის კინოთეატრის დარბაზში ჩატარდა, სადაც "ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსის მ.შ. ხათუნა შუშტაკაშვილი,  საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა „ეტალონის“ მამოტივირებელ ფუნქციასა და მისი დახმარებით განათლების მეთოდურად მიღებაზე ისაუბრა: 

„მსურს, მოსწავლეების განვითარებაში, „ეტალონის“ როლი აღვნიშნო. პროექტი უმნიშვნელოვანესია და სკოლების მოსწავლეებს აძლევს შანსს, რომ გაიგონ მეტი, მოახდინონ თვითრეალიზება, მიიღონ გამოცდილება და განათლების დონე მეთოდურად განივითარონ.  ყოველივე ეს მათ სამომავლოდ წარმატების მიღწევას გაუადვილებს“.

ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსის მ.შ. ხათუნა შუშტაკაშვილმა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ პროექტში მონაწილეობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მოსწავლეების თანაბარ შანსებს გაუსვა ხაზი:

„ეტალონი“ დიდ სიამოვნებას ანიჭებს, როგორც მოსწავლეს, ასევე, მშობელს. ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა პროექტებისგან განსხვავდება იმით, რომ ყველა მოსწავლეს მონაწილეობის თანაბარი შანსი აქვს. მოსწავლეები პროექტში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას, რისი მაგალითიც დღეს ვიხილეთ. მუნიციპალიტეტის გამარჯვებულმა მოსწავლემ მეორედ მიიღო მონაწილეობა და  შედეგს მიაღწია. ძალიან გახარებული ვარ. მომწონს ეს პროექტი და მსურს ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექციას წარმატება ვუსურვო“.

არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ კაპანაძემ პროექტის ღირსებებზე ისაუბრა და სიამოვნებით გაიხსენა „ეტალონში“ სკოლის მოსწავლეების ასპარეზობის განვლილი გზა:

„ეტალონი“ მომავლის პროექტია. ის მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული და დარწმუნებული ვარ ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები წარმატებულები იქნებიან მომავალში. პროცესი მასტიმულირებელია და მოსწავლეები ხედავენ, რომ სწავლის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელი იქნება. პროექტმა ყველას დაანახა, რომ განათლება, სწავლა, გადაწყვეტილების მიღება და სითამამე საჭიროა. თავიდან ვოცნებობდი, რომ ჩემს მოსწავლეს მიეღო „ეტალონში“ მონაწილეობა. მახსოვს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე  პირველად ჩაწერაზე მისვლა. ასე გადამექცა ოცნება რეალობად და დღეს ჩემი მოსწავლე მეორედ „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გახდა“.

„ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული არეშფერანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ჯეკო ფუტკარაძემ მოიპოვა:

„ეტალონმა“ თვითდაჯერებული და თავდადებული გამხადა. შემმატა გამოცდილება და დამანახა, რომ სწავლა სიამოვნებაა. როდესაც სწორი პასუხის მოლოდინში ხარ და შენი არჩევანი მართალი აღმოჩნდება, სწორედ, ესაა სიამოვნება და სტიმული შენი სწავლით დაეხმარო სხვებს“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ლაგოდეხის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების მისაღწევად სტიმულს აძლევს“ - ლაგოდეხში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

ლაგოდეხის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

6 ნოემბერს „ეტალონი“ ლაგოდეხში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება