სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში „ნორჩ მკითხველთა წრე“ ჩამოყალიბდა
07-11-2019
-
+


აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს „ნორჩ მკითხველთა წრე“ ჩამოყალიბდა.

„წრის ფარგლებში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას. ამასთანავე, ხალისით შეასრულებენ სასწავლო ინტერაქტიურ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

წრის ხელმძღვანელს ბავშვებისთვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სპეციალური პროგრამა აქვს შედგენილი.

წრის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება, გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მიზნების განსახორციელებლად მრავალფეროვან რესურს გამოიყენებენ, რათა საწრეო მუშაობის პროცესი საინტერესო და ეფექტური იყოს.

წრე კვირაში ერთხელ იმუშავებს და ერთი საგაკვეთილო საათი დაეთმობა.

წრის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ვახანიაა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება