სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ფილმს შესთავაზებდით მოსწავლეებს? - საკითხები, რომლებიც აპლიკანტებს მასწავლებელთა გამოცდებზე შეხვდათ
06-11-2019
-
+


პედაგოგებმა და მასწავლებლობის მსურველებმა დღეს გამოცდა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, უცხოურ ენებსა და ქართულში, როგორც მეორე ენა ჩააბარეს. 

რა საკითხები შეხვდათ, რა გაუჭირდათ და რა ხარვეზები აღმოაჩინეს გამოცდის მიმდინარეობისას? - ამ კითხვებზე პასუხები etaloni.ge-​მ 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტებისგან მოისმინა. 

„ბიოლოგიის გამოცდაზე გავედი. ძირითადად, ნერვული ქსოვილების შესახებ შემხვდა კითხვები, ასევე იყო დიაგრამები, გენეტიკაზე თითქმის ყველა საკითხი შედიოდა, რაც სკოლის პროგრამაშია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო. საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, როცა მასწავლებლობაზე გაქვს ამბიცია. პირველად გავდივარ გამოცდაზე, მაძიებელი ვარ და იმედი მაქვს წარმატებული მცდელობა იქნება ჩემთვის“, - განაცხადა აპლიკანტმა. 

„ქართული, როგორც უცხო ენა ჩავაბარე. ქართულენოვანისთვის რთული არ იყო, თუმცა არაქართულენოვანებისთვის ნამდვილად რთული იქნებოდა. ერთი თემა იყო: რა მიზეზის გამო ვერ დებენ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები სათანადო ცოდნას სახელმწიფო ენის კუთხით და რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს. ასევე, დასაწერი თემა იყო, რა ფილმს შესთავაზებდით მოსწავლეებს საჩვენებლად და განსახილველად. მე დუმბაძის მოთხრობის მიხედვით „ჰელადოსი“ შევთავაზე - არაქართველს, როგორ შეუძლია რომ შეიყვაროს საქართველო. 

35 წელია მასწავლებელი ვარ და უკვე მეოთხე საგანის გამოცდაზე გამოვედი.  ვფიქრობ ეს გამოცდები მოტივატორი უნდა იყოს მასწავლებლებისთვის. ჩემთვის პირველი ის არის, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო ცოდნა და გავიგო ჩემი შესაძლებლობები. სახელმწიფო გთავაზობს რაღაცეების დადასტურებას და მე მქონდა სურვილი დამემტკიცებინა რომ ვარ მასწავლებლობის ღირსი და 2011 წელს გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი. შემდეგ მათემატიკაც ჩავაბარე, სამოქალაქო განათლებაც და ახლა მინდა ქართულის, როგორც მეორე ენის სპეციალისტი გავხდე“, - განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა. 

„გეოგრაფიის გამოცდაზე ვიყავი. კონკრეტულად ვერ გეტყვით საკითხებს, იმდენად დაღლილი და გათიშული გამოვედი, მაგრამ ყველაფერი იყო. გეკითხებოდნენ, როგორც საქართველოს გეოგრაფიას, ისე მსოფლიო გეოგრაფიას. პირველად გავედი,  მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მასწავლებლის გამოცდებს ვაბარებ და იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევ“, - გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა. 

„ინგლისური ენის გამოცდას ვაბარებდი და სიმართლე გითხრათ საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინოლოგიურად და ლექსიკურად არ გამჭირვებია, საკითხები ტექნიკურად ცუდად იყო აწყობილი. საკმაოდ დიდი ტექსტები იყო. მაგალითად, ერთ-ერთ საკითხში არასწორად იყო სიტყვები ჩასმული და შენ უნდა მოგეძებნა სწორი სიტყვა. გიწევდა, რომ ამ სწორი პასუხის მოძებნისას გადაგეშალა მეორე გვერდზე, მერე გადმოგეშალა და ამ პროცესში აზრი გეკარგება, დროც გადის. ვფიქრობ ტექსტის ქვეშ უნდა იყოს სწორი პასუხები. 

ორი თემა უნდა დაგვეწერა, ერთი იყო წერილი. ანუ ვაკანსია ჰქონდა კომპანიას გამოცხადებული და უნდა დაგვეწერა რატომ უნდა აეყვანეთ ამ ადგილზე შენ. მეორე იყო თემა - ეთანხმები თუ არა რომ სკოლაში დღეში მხოლოდ 4 გაკვეთილი ტარდებოდეს და პასუხი უნდა დაგესაბუთებინა შენი შეხედულების მიხედვით“, - განაცხადა პედაგოგმა. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. გამოცდები 8 ნოემბერს დასრულდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება