| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, „ახალ სკოლაში“ ხანძარი იყო. ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, გათბობის საქვაბის აფეთქებამ გამოიწვია.
ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს მოხდა და შენობაში მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
როგორც etaloni.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ხანძარი რამ გამოიწვია ცნობილი არ არის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე შემიძლია გითხრათ, რომ სკოლის ცალკე მდგომ შენობაში ე.წ. გამათბობელ ქვაბში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის მასშტაბი 10-15 კვადრატულზე იყო, რომლის ლიკვიდაციაც მალევე მოხდა. დაშავებული არავინ არ არის“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა