TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უსამართლობაა, როცა მოქმედ პედაგოგებს უფრო დაბალი ზღვარი აქვთ, ვიდრე მაძიებლებს“ - გამოცდიდან გამოსული პედაგოგების პრეტენზიები
05-11-2019
-
+


დღეს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-VI) გამოცდა ჩააბარეს.

გამოცდის შემდეგ, ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა  საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამოცდები დროის კარგვაა და რეალურად ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის ხარისხს,  სხვები კი მიიჩნევენ, რომ გამოცდები მეტ პერსპექტივას აძლევს პროფესიაში შესვლის მსურველებს. 

გთავაზობთ 147-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებებს:

„14 წელია რაც მასწავლებელი ვარ ქართულ-ფრანგულ სკოლა ლიცეუმში ვმუშაობ დაწყებითების პედაგოგად. ახლა ქართულში გავედი პირველიდან მეექვსე კლასამდე. ვფიქრობ, ამით არ უნდა ფასდებოდეს პედაგოგი. პრაქტიკიდან გამომდინარე რასაც ვხედავ, თუნდაც საჯარო სკოლებში გამოცდა ჩაბარებული პედაგოგები, სულაც არ ატარებენ ისეთ გაკვეთილებს, რომელიც დღეს ჩვენ თაობას სჭირდება. პროფესიული უნარების ტესტიც ჩავაბარე და ეს უფრო გამიმარტივდა. ფილოლოგებისთვის უფრო მარტივი იქნებოდა ქართულის გამოცდის ჩაბარება. მე დაწყებითის სპეციალისტი ვარ და რთული იყო, თუმცა არც დაუძლეველი არის. უნარებზე ორჯერ გავედი და ვფიქრობ, ახლა უფრო მარტივი მომეჩვენა, თუმცა მაინც მგონია რომ ტყუილი დროის კარგვაა და ამ ტესტებით მასწავლებლის ხარისხს ვერ განსაზღვრავ. ამ გამოცდით რომ პედაგოგს სტატუსი შეუჩერონ სამართლიანი არ იქნება“, - განაცხდა  პედაგოგმა.

„მაძიებელი მასწავლებელი ვარ, ზაფხულშიც ვიყავი გასული და ახლაც გამოვედი. შემიძლია გითხრათ რომ ახლა უფრო მარტივი ტესტი იყო. არ იყო უცხო ტერმინები, გრამატიკითაც კმაყოფილი ვარ, უფრო მეტად თემის დაწერა გამიჭირდა“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგობის პროფესიაში შესვლის მსურველმა.

„პირველი-მეექვესე კლასის ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებ, დამწყები მასწავლებელი ვარ და ძალიან მომწონს ეს გამოცდები. ვფიქრობ, ეს მინიმალური ზღვარია და ნამდვილად უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა, მით უმეტეს მოქმედი პედაგოგი თუ ვერ აბარებს ამ გამოცდას ვფიქრობ საშიშიც კი არის. ჩემთვის როგორც დამწყებისთვის კარგი გამოწვევაა და ვფიქრობ განვითარების საშუალებაც არის. ამ ზაფხულს ჩავაბარე მეშვიდე მეთორმეტე და იმედი მაქვს ამ გამოცდასაც ჩავაბარებ. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ“, - განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„მოქმედი პედაგოგი არ ვარ, ზაფხულშიც ვიყავი გასული  და ახლაც გავედი. ვერ ვიტყვი რომ კატასტროფული სირთულის არის გამოცდა. ვფიქრობ თუ გინდა რომ პედაგოგი იყო მაღალი სტანდარტებიც უნდა დააკმაყოფილო, თუმცა ერთ შეუსაბამობას მაინც აღვნიშნავ, უსამართლობა, როცა მოქმედ პედაგოგებს უფრო დაბალი ზღვარი აქვთ, ვიდრე მაძიებლებს. უსამართლობით ისედაც განებივრებულები ვართ და პლიუს ერთი უსამართლობა საჭირო აღარ იყო“, - განაცხადა მასწავლებლობის მსურველმა.

„საშინელება იყო, ურთულესი ტესტი იყო, მასწავლებლისთვის კი არა ლექტორისთვისაც შეუფერებელი. გრამატიკა იყო რთული, თემას დაფიქრება უნდოდა მაგრამ იმდენად რთული არ იყო. გრამატიკა საშინელება იყო“, - აცხადებს აპლიკანტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება