სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
04-11-2019
-
+


სენაკში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ყველის ფესტივალზე დასწრება და მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება, ასევე ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება შეეძლოთ. ღონისძიების ფარგლებში აგროპროდუქციის ნაირსახეობის გამოფენა და ყველის კერძების მომზადებაში მასტერკლასები გაიმართა.

ღონისძიებაზე „სენაკის საპატიო მოქალაქის“ წოდება გამორჩეულ სენაკელებს მიანიჭეს. პროფესიულ სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის „სენაკზე მზრუნველის“ წოდება ასირიელმა მეწაღემ, გოგი აშკაშიძემ მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი:

„მეწაღე გოგი აშკაშიძე მთელი სენაკისთვის საყვარელი კაცია. თავის დროზე სენაკში მისი ბაბუა ჩამოვიდა. პატივისცემის ნიშნად, მერიის მრჩეველთა საბჭომ მას „სენაკზე მზრუნველის“ ტიტული ერთხმად მიანიჭა.

მთავარი ის არის, რომ 2 ნოემბერს მთელი დღე წვიმდა, ღონისძიების დაწყების დროს კი გამოიდარა და ყველაფერი კარგის ნიშნად, სენაკის თავზე ორი ცისარტყელა გამოჩნდა. ღონისძიებამ იდეალურად ჩაიარა. საპატიო სენაკელები დავაჯილდოვეთ. მთელი ქალაქი გახარებულია. სოციალურ ქსელში მადლობის წერილები მომდის. უკვე მომავალი წლის „ეგრისობისთვის“ ვემზადებით“, - ამბობს etaloni.ge-სთან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი.

26 წლიანი ინტერვალის შემდეგ, „ეგრისობა“ სენაკში მეექვსედ აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები დაესწრო, მათ შორის, დელეგაცია სენაკის დაძმობილებული უკრაინის ქალაქიდან.

დღესასწაული გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება