სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის III კლასში გაკვეთილი ჩატარდა
04-11-2019
-
+


პროექტის - „ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IIIდ კლასში, (პედაგოგი ირმა კოჭბიანი) მათემატიკაში გაკვეთილი ჩატარდა.

მიმართულება - გეომეტრია. „სივრცული გეომეტრიული ფიგურები: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი“. გაკვეთილს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ხათუნა ფირცხალაშვილი ესწრებოდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი წინარე ცოდნის გააქტიურებით დაიწყო, მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, დაასახელეს და აღწერეს თითოეული ფიგურა. შემდეგ  ისაუბრეს, რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს ბრტყელს. მასწავლებელმა უჩვენა მოსწავლეებს სივრცული ფიგურების ილუსტრაცია. მოსწავლეებმა დაასახელეს სივრცული ფიგურები, ისაუბრეს,  რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს სივრცულს. სად გვხვდება სივრცული ფიგურები გარდა მათემატიკის გაკვეთილისა.

მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება: ამოიცნეს სივრცული ფიგურები, შექმნეს ჯგუფებში კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი მიწოდებული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების, პლასტელინის და ჩხირების გამოყენებით. დასრულების შემდეგ აღწერეს და ახსენეს. ნამუშევრები. გაკვეთილმა ჩაიარა საქმიან და თანამშრომლობით გარემოში.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა  ირმა კოჭბიანმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტ ხათუნა ფირცხალაშვილისგან კონსტრუქციული უკუკავშირი მიიღო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება