სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „სიბერე მოიცდის, სიცოცხლე ჩვენია!“ ჩატარდა
04-11-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „სიბერე მოიცდის, სიცოცხლე ჩვენია!“ ჩატარდა.

„ღონისძიების მიზანი იყო ჩვენი სიყვარული და პატივისცემა გამოგვეხატა ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ, რომელთაც  პედაგოგიური მოღვაწეობის სახელოვანი გზა განვლეს და დღესაც ენერგიის დაუზოგავად იღვწიან სკოლაში. შევეცადეთ, ასევე, განსაკუთრებით მოვფერებოდით ჩვენს ვალიდა მასწავლებელს, რომელმაც ოთხ ათეულ წელზე მეტი იმოღვაწა ჩხორიის საჯარო სკოლაში და გადაწყვიტა ჯილდოზე წასვლა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ მასწავლებლების მიმართ თავიანთი პატივისცემა და მოკრძალება გამოხატეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ ფარცვანიამ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება