სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ეს არის შავი მაგიის - კუდიანების ღამე“ - რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ თქვენი ენერგია შავმა მაგიებმა?
31-10-2019
-
+


დღეს ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის ჰელოუინი. ამ დღესთან დაკავშირებით, სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს, ასტოლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი შეფასებით, ეს არის შავი მაგიის - კუდიანების ღამე. 

ზედმეტად ნუ იდღესასწაულებთ - ასეთია ცაგარელის მიმართვა, ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინც ჰელოუინს დიდი მონდომებით აღნიშნავს. მისი განმარტებით, ამ დღეს თქვენი ენერგია შავ მაგიებთან მიდის და ისინი მას შავი ზრახვებისთვის გამოიყენებენ. ამიტომ ჰელოუინთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. 

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 

31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ.  

დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა - ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით. 

იხილეთ ასევე: 

ჰელოუინი ანუ სახალხო და ეკლესიური დღესასწაულების ერთიანობა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება