| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. ამ კუთხით, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია, რადგან, პროექტი „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ II ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი).
უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება