TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კონკურსმა „სიტყვის კონა“ ბათუმის სკოლების მოსწავლეებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა
02-11-2019
-
+


26 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმელი მოსწავლეებისთვის, შემეცნებითი კონკურსი „სიტყვის კონა“ ჩატარდა.

კონკურსი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება ბათუმის ნებისმიერი სკოლის მე-7 -დან მე- 12 კლასების ჩათვლით მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსმა დიდი მოწონება დაიმსახურა ბათუმელ ახალგაზრდებს შორის და პირველივე ეტაპზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - „სიტყვის კონაში“ ბათუმის 25 საჯარო და 2 კერძო სკოლის 1700-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ახალგაზრდა თაობებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარებას. 

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა „ეტალონის“ პრინციპებით - პირველი ეტაპი ბათუმის სკოლებში 10 ოქტომბერს ჩატარდა. პირველი ეტაპის შედეგებით კი მეორე ეტაპზე - ფინალში გადასული მოსწავლეები გამოვლინდნენ. მეორე ეტაპი - ფინალი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართა. 


კონკურსის გამარჯვებულებს ბათუმის მერიის სახელით ფულადი ჯილდოები და პრიზები გადაეცათ. პირველი ადგილი ბათუმის N17 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ანა ლორია დაიკავა და 1500 ლარით დაჯილდოვდა. მეორე ადგილზე გასულ ბათუმის N15 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლეს  ელენე ჯინჭარაძეს   1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ბათუმის N2 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლეს  თამარ ქათამაძეს 500 ლარი გადაეცათ.

კონკურსს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

გამარჯვებულებს პრიზები ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა და წარმატება მიულოცა.

ღონისძიებას მონაწილეების გულშემატკივრები, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის - „ანრის“ წარმატებული სტუდენტები ესწრებოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება