სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები ტესტირების საკითხებს დღემდე განიხილავენ“ - მარტვილში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
18-10-2019
-
+


16 ოქტომბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 13 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა:

„ეტალონში“ მონაწილეების მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც მაღალი იყო. ყველა სკოლაში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა მონაწილეობდა. ტესტირებებს ჩვენც დავესწარით. ზოგიერთი სკოლის ეზოში შვილებს მშობლებიც კი ელოდებოდნენ. „ეტალონმა“ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბავშვებიც და ჩვენც მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. გვინდა, რომ ფინალში გავიმარჯვოთ. დიდი მადლობა „ეტალონს“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მურმან წოწორია:

„ტესტირებამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ამისთვის მადლობა „ეტალონის“ გუნდს, ადგილობრივებს, ჩემს თანამშრომლებსა და ბავშვებს, რომლებმაც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ეტალონი“ ბრწყინვალე პროექტია, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოში თავისი მნიშვნელობით ერთადერთია. იგი ბავშვებისთვის ხორციელდება, რათა მათ მომავლისთვის ცოდნა შეიძინონ. ყველას წარმატებებს ვუსურვებ“.

სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა:

„ეტალონის“ ტესტირებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ტესტირებისთვის სამი მასწავლებელი მყავს გამოყოფილი. თითოეულმა მათგანმა არაჩვეულებრივად იმუშავა. ბავშვები სათანადოდ იყვენენ მომზადებული და ეს შედეგზეც აისახა. 60%-ზე მეტმა ზღვარი გადალახა. ჩვენს სკოლაში ძალიან კარგი სიტუაციაა. სკოლიდან ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას.

სალხინოს საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ბარლაია:

„ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. ერთ-ერთმა მეთერთმეტეკლასელმა 93 ქულა მიიღო. მეცხრეკლასელებიც გადავიდნენ მეორე ეტაპზე. ყველა მათგანს წარმატებებს ვუსურვებ“.

სალხინოს საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ქეთო ცაავა:

„ტესტირებამ კარგად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბავშვების შედეგებით კმაყოფილები ვართ. შემდეგი ტურისთვის მოლოდინი მაქვს, რომ ვინც მაღალი ქულები მიიღო, გაიმარჯვებენ და სკოლაში კმაყოფილები დაბრუნდებიან“.

სალხინოს საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ბერიშვილი:

„ეტალონის“ ტესტირება გაწერილი დროის მიხედვით, 30 წუთში, ჩატარდა. ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ტესტირებაში სულ 15 ბავშვი მონაწილეობდა. პროცესს 3 მასწავლებელი ვესწრებოდით.

ბარიერი გადალახა 8 მოსწავლემ. ერთმა მეთერთმეტეკლასელმა 93 ქულა მიიღო. ვნახოთ, მეორე ეტაპზე რა იქნება“.

ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ აფხაზავა:

„ეტალონის“ ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. ვნახოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე როგორ შედეგებს დადებენ. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, მომავალშიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს“.

ნოღის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ირაკლი დამენია:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ბავშვები ძალიან აქტიურობდნენ. მცირეკონტიგენტიანი  სკოლა გვაქვს, მაგრამ თითქმის ყველა მოსწავლემ, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწარება აქვს, ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. ვნახოთ, მეორე ეტაპზე რა იქნება.

ტესტირების პროცესს დაბალი კლასის მოსწავლეებიც ადევნებდნენ თვალს და ვფიქრობ, შემდეგ წელში აქტიურად ჩაერთვებიან“.

ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა:

„ეტალონის“ ტესტირებამ კარგად ჩატარდა. ძალიან საინტერესო კითხვებია და ბავშვებიც ძალიან დაინტერესდნენ. ტესტირებით მოსწავლეები საკუთარ თავს ამოწმებენ. შეკითხვები მეც ძალიან მაინტერესებს და განვიხილავთ ხოლმე. რამდენიმე ბავშვი  მეორე ტურში გადავიდა. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დაინტერესდებიან, გაისად უფრო მეტი მიიღებს მონაწილეობას და შედეგიც უკეთესი გვექნება. ტესტირებით მე, პირადად, კმაყოფილი ვარ“.

ხუნწის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ლელა გეგეჭკორი:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. პროცესი ძალიან საინტერესო იყო და მოსწავლეები ტესტირების საკითხებს დღემდე განიხილავენ. ტესტირება ძალიან ობიექტურად ჩავატარეთ.

რამდენიმე ბავშვს 70-ზე მეტი ქულა აქვს. ისინი მეორე ეტაპზე გადავიდნენ. „ეტალონის“ ტესტების საკითხები ძალიან საინტერესოა. მოსწავლეებს თავს არ აბეზრებს, პრაქტიკული და სააზროვნოა. მეც და ბავშვებსაც ძალიან მოგვწონს“.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია:

„პირველმა ეტაპმა ძალიან ობიექტურად ჩაიარა. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრმა ბავშვმა გამოთქვა. წელს შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტმა მოსწავლემ გადალახა პირველი ეტაპი.

შარშან მარტვილის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილი დავიკავეთ და არ გამოვრიცხავ, რომ წელსაც რომელიმე მოსწავლემ საპრიზო ადგილი დაიკავოს. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ბავშვებისთვის კარგი მოტივატორია.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაყვალა გაგუა:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა მშვიდობიანად ჩაიარა. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვენენ. მინდა ბავშვებმა კონკურსში კიდევ უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ყველაზე მაღალი 61 ქულა დაფიქსირდა. ძალიან მინდა შემდეგ ტურშიც წარმატებით მივიღოთ მონაწილეობა.

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„ტესტირებაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. ტესტების სხვადასხვა ვარიანტები ამოვბეჭდეთ და ბავშვებმა ძალიან კარგად იმუშავეს. მათი მოტივაცია  ძალიან დიდი იყო. მეთერთმეტეკლასელებმა განსაკუთრებულად იაქტიურეს. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, საკუთარი ცოდნა გამოევლინათ. მთლიანობაში ძალიან  კმაყოფილები დარჩნენ. საკმაოდ მაღალი ქულები დაფიქსირდა. ტესტირებაში მეცხრეკლასელმა   ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. მოსწავლეების მოტივაცია მუდმივად იზრდება“.

მარტვილის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ბარათელი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ამას ბავშვების აქტიურობა მოწმობს. მასწავლებლებიც მოუთმენლად ველოდებით ხოლმე პროექტის დაწყებას. ვაკვირდებით ბავშვებმა შეძლეს თუ არა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. გვინდა ჩვენი მოლოდინები გამართლდეს და ტესტირების საშუალებით მოსწავლეების ცოდნა გამოვლინდეს.

„ეტალონის“ ტესტირებას ყოველ წელს ვკურირებ და ვატყობ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ. პირველი ეტაპის ტესტირება ძალიან კარგად, ყველა წესის დაცვით ჩატარდა“.

მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე კვესელავა:

„პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. გასულ წელს უფრო კარგი შედეგები გვქონდა, ვიდრე წელს, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ. ტესტირებას მე თვითონ ვესწრებოდი. სკოლაში კარგი ბავშვები გვყავს და ტესტირებას მთლიანობაში წარმატებით გაართვეს თავი“.

მარტვილის N1 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი რუსიკო ჭედიშვილი:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა მთლიანობაში კარგად ჩაიარა, უბრალოდ ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ. მეორე ტურში იმდენი ვერ გადავიდა, რამდენსაც ველოდებოდით.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპს წარმატებით გაართვან თავი“.

ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ძიძიგური:

„ეტალონის“  ტესტირება ნორმალურად ჩავატარეთ. სულ  10 ბავშვი  იღებდა მონაწილეობას, ამათგან ექვსმა ბარიერი გადალახა.

შემდეგი ეტაპისთვისაც აქტიურად ვემზადებით. საკმაოდ კარგი ბავშვები გვყავს და ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი“.

ჯოლევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა გოგუა:

„პირველმა ეტაპმა ყველანაირი ხარვეზის გარეშე, ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვებმა პირველი ტური გადალახეს და ვნახოთ, რა იქნება. საკმაოდ კარგი ქულები ჰქონდათ და მათი იმედი გვაქვს.

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის დირექტორი ელგუჯა სულავა:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური სამართლიანად ჩავატარეთ. გადაწერისა და დახმარების ფაქტი ან რაიმე ხარვეზი არ გვქონია. ტესტები ბავშვების ცოდნასთან და სკოლის პროგრამასთან მიახლოებული იყო. ზოგადად, ნაკითხი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა.  

ბავშვებს აქვთ მაღალი ქულები ჰქონდათ. ვნახოთ, შემდეგში როგორ იაქტიურებენ“.

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა ბერია:

„ეტალონის“ პირველი ტური ძალიან  კომპეტენტურად ჩავატარეთ. ტესტები ტესტირების დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ამოვბეჭდეთ, რომ რაიმე სათუო ან სათქმელი არ ყოფილიყო. რა შედეგიც დაფიქსირდა, ეს ზუსტად მათი ცოდნიდან გამომდინარე იყო.

ტესტები ძალიან საინტერესო და კლასებისთვის შესაბამისი იყო. ისინი ბავშვებს ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევდა“.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება