სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, სასწავლო კვირის ერთ დღეს ყველა საგანს ამოვიღებდი...“
17-10-2019
-
+


ორბეთის  საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ივანე დიდებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „მე რომ განათლების მინისტრი ვიყო..“ - ასე ასათაურებს პედაგოგი საკუთარ მოსაზრებას, სადაც იმ რამდენიმე ცვლილებაზეა საუბარი, რომლებსაც მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში დანრეგავდა. 

როგორ შეიძლება მოსწავლეებს სკოლაში სიარული შეუყვარდეთ და როგორ შეცვლიდა ერთი პედაგოგი სასკოლო ცხოვრებას? - ამ კითხვებზე პასუხი იხილეთ ივანე დიდებელის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში:

„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო ...

სასწავლო კვირის ერთ-ერთ დღეს, საგაკვეთილო ბადიდან ამოვიღებდი ყველა საგანს და ჩავანაცვლებდი სახალისო, გასართობი, განსატვირთი აქტივობებით;

წარმოიდგინეთ, რა სიხარულით ივლიდა ყველა მოსწავლე სკოლაში კვირის ამ ერთ დღეს, რომელიც თითოეულ მათგანს დაეხმარებოდა ესთეტიური გემოვნების ჩამოყალიბებაში, სოციალური და სხვა, ესოდენ საჭირ-ბოროტო უნარების გამომუშავებაში და ა.შ.

ფილმები, სპექტაკლები, მკითხველთა კლუბი, დებატების კლუბი და (ვინ მოსთვლის, რამდენი საინტერესო და სახალისო აქტივობის მოფიქრება შეიძლება) თუ შესაძლებელია, ცეკვა-კუნტრუშის "გაკვეთილებიც" (რატომაც არა);

ვფიქრობ, რომ XXI საუკუნის სკოლაში, მოსწავლეები უფრო მეტად თავისუფალ და ლაღ გარემოს საჭიროებენ; გარემოს, რომელიც რეალურად აუმაღლებთ სასწავლო მოტივაციასაც და ოდნავ მაინც შეაყვარებთ სკოლაში სიარულს;

არაფერია სანახაობრივად იმაზე შესაზარი, როდესაც დილის 8-ზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლისკენ მიმავალ, თვალებ-დასიებულ მოსწავლეს ხედავ, ფიზიკა-ქიმია-რუსული ენის წიგნებით ხელში;

მეც ხშირად მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ემოცია გავუზიარო ბავშვებს, მაგრამ, როდის?! ვის „სცხელა“ ადამიანური ემოციებისთვის და მოსწავლეთა ბუნების უკეთ შესაცნობად, როცა 200 გვერდიანი წიგნი გაქვს დასამთავრებელი ორ სემესტრში?!

მოკლედ, ადრე თუ გვიან, მივეჩვევით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და მივხვდებით, თუ რა უაზროდ გადავღალეთ ისეთაც "გადაღლილი თაობის" ახალგაზრდა წარმომადგენლები!

ჩემი ხმა ჩემი მოსწავლეებისთვის სახალისო გარემოს შექმნის მხარდასაჭერდ!“


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება