| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან მეათეკლასელი მოსწავლე გადმოხტა.
აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს სკოლის წარმომადგენელმა დაუდასტურა. მისივე განმარტებით, მეორე სართულიდან ერთი მოსწავლე გადახტა და არა სამი, როგორც ეს თავდაპირველად გავრცელდა.
როგორც სკოლის წარმომადგენელი ამბობს, მოსწავლემ გადახტომის შედეგად ფეხი მოიტეხა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომაროება ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„ბოლო გაკვეთილი იყო, მასწავლებელს წყლის დასალევად გარეთ გასვლა სთხოვა და ამ დროს მოხდა ეს ყველაფერი. ფეხი აქვს დაზიანებული, რადგან მეორე სართულიდან გადახტა. სხვა დაზიანება არ აქვს. შემთხვევის შემდეგ მოსწავლე საავადმყოფოშიც გადავიყვანეთ და ამჯამად თავს კარგად გრძნობს.
ზოგადად მოუსვენარი ბავშვია, მშობლემაც იცის და პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით ბოდიშიც მოგვიხადა“, - განგვიცხადა ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან, მეათეკლასელი მოსწავლის გადმოხტომის მიზეზად, გაკვეთილის გაცდენა დასახელდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას