სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„ხალხური მეთოდებით მკურნალობა დაუშვებელია“ - დერმატო-ვენეროლოგი აკნეს გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე
12-10-2019
-
+


აკნე ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებების რიცხვს არ მიეკუთვნება, თუმცა თინეიჯერებისთვის ის დიდი თავის ტკივილია. აკნე ძირთადად იმ ასაკს ემთხვევა, როდესაც მოზარდი საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

როგორც დერმატო-ვენეროლოგი ალექსანდრე პავლიაშვილი etalonige-სთან საუბარში აცხადებს, აკნე ძირითადად ჰორმონალური და გენეტიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. მისივე თქმით, მოზარდი, რომელიც თავს უფრთხილდება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, აკნეს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

- ბატონო ალექსანდრე, გვესაუბრეთ აკნეს შესახებ, რა იწვევს მას? 

- აკნე საშიში დაავადებების რიცხვს არ მიეკუთვნება, თუმცა ვიზუალური თვალსაზრისით მოზარდებისთვის ძალიან შემაწუხებელია. აკნე ყველაზე ხშირი გარდატეხის ასაკის გოგონებსა და ბიჭებშია და ძირითადად ცხიმოვან კანზე ვითარდება. აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზები ცხიმის გამომტანი სადინარების დაშხობა, ინფექცია და ჰორმონალური ფაქტორებია. მის ჩამოყალიბებაზე გენეტიკაც დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება კვების რეჟიმს, არასწორი კვება ენდოკრინულ დარღვევებს იწვევს, რაც თავის მხრივ, კანზე აისახება, რადგან კანი ორგანიზმის სარკეა. 

აკნე დიდ გართულებებს არ იწვევს, თუმცა კანის მექანიკური წვალების შედეგად ის შესაძლოა გართულდეს. ალბათ, ხშირად დაგინახავთ ადამიანი, რომელიც ხელით კანს იწვალებს, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია. ჭუჭყიანი ხელებით კანის წვალებით, კანში შესაძლოა ინფექცია შევიტანოთ. 

- თანამედროვე მედიცინა აკნეს კურნავს?

- თანამედროვე მსოფლიოში უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს და მკურნალობაც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა პაციენტებს აკნეს მოსარჩენად სისტემატური მკურნალობა ესაჭიროებათ, დროთა განმავლობაში სპეციალური კურსის ჩატარებაც აუცილებელია. შესაბამისად, აკნეს მკურნალობას საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდი, რომელიც თავს უფრთხილდება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, აკნეს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

- აკნეს სამკურნალოდ ახალგაზრდები ხშირად ხალხური მედიცინის სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. რამდენად ეფექტური ან გამართლებულია ასეთი საშუალებების გამოყენება?

- მჭადის ფქვილის, სარეცხი საპნისა და სხვა საშუალებების გამოყენება კანზე არ არის სწორი. თითოეულ შემთხვევაში პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს და მკურნალობის კურსი ჩაიტაროს. თვითონ მკურნალობის პროცესი კანის ტიპზე, ალერგიულობაზეც არის დამოკიდებული. ამიტომ, მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ სახლის პირობებში დამზადებულ საშუალებებს ნუ გამოიყენებენ.

ზოგჯერ მოზარდები აკნეს დასაფარად ტონალურს იყენებენ. მოზარდს, რომელსაც ჩირქოვანი გამონაყარი აქვს, ვერ ეტყვი, რომ მაკიაჟი არ გაიკეთოს, თუმცა რაც უფრო ნაკლებ კოსმეტიკას გამოიყენებს, მით უკეთესი იქნება მისთვის.

- რამდენად ხშირად მოგმართავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც აკნეთი გამოწვეული ტრამვის გამო ფსიქოლოგის დახმარებაც კი ესაჭიროებათ? 

- ზოგჯერ სპეციალისტებთან მართლაც მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აკნეთი გამოწვეული ტრავმის გამო ფსიქოლოგების დახმარება ესაჭიროებათ. ჩემი აზრით, თუ მოზარდს აკნეს შესახებ სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ფსიქოლოგიური სტრესიც არ ექნება.

საუბრის ბოლოს, მინდა ახალგაზრდებს ვურჩიო:

•    დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორად იკვებეთ. გენეტიკას ვერავინ გაექცევა, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია; 

•    გართულებულ შემთხვევაში მიმართეთ კომპეტენტურ ექიმს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები;

•    ისეც ხდება, რომ ქართველი პაციენტები ერთდროულად რამდენიმე ექიმთან მკურნალობენ. შესაძლოა ერთი და იგივე წამალმა ერთ ადამიანს არგოს, მეორეს არა. ამიტომ, მიჰყევით ერთი ექიმის დანიშნულებას და ყველა პრობლემა მოგვარდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება