სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N54 საჯარო სკოლის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია ტარდება
10-10-2019
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ყოველწლიური საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის თემაა - „სწავლების თანამედროვე მიდგომები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“.

კონფერენცია თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ნათელა ურუშაძემ გახსნეს. 

კონფერენციის მონაწილე სკოლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 

კონფერენციის პირველ დღეს პრეზენტაციები ჩაატარეს თბილისის N54 საჯარო სკოლის, ლატვიის ჯაუნპილსის საშუალო სკოლის და ესტონეთის ტალინის მაჰტრას ძირითადი სკოლის მასწავლებლებმა.

თბილისის N54 საჯარო სკოლა კონფერენციაზე მოხსენებით - „პროექტებით სწავლება და IT ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა შემოქმედებითობის გაზრდის მიზნით!“ წარსდგა. 

ჯაუნპილსის საშუალო სკოლის პედაგოგმა ირენა მარტუზანიმ ისაუბრა  თემაზე  - „მეთოდები „ზღაპრის გამოყენებით სწავლება“ და „კრეატიული გარემოს შექმნა სწავლების პროცესში“. 

მაჰტრას ძირითადი სკოლის წარმომადგენლებმა ალექსანდრა იაკოჩენკომ და ანჯელინა დოლგოვამ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია - „განათლების თანამედროვე მიმართულებები - თეორიიდან პრაქტიკამდე, ტალინის მაჰტრას ძირითადი სკოლის გამოცდილებით“ წარუდგინეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ ლატვიის ელჩი საქართველოში, ესტონეთის კონსული საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

კონფერენცია 10-11 ოქტომბერს გასტანს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება