სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რცხმელურის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს საზეიმო გაცილება მოუწყეს
09-10-2019
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის​ რცხმელურის საჯარო სკოლაში ოთხ ღვაწლმოსილ პედაგოგს, რომლებმაც წელს პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს და სკოლიდან წინა წლებში წასულ სამ პედაგოგს, საზეიმო გაცილება მოუწყეს.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და ქართული სიმღერები ცოცხლად შეასრულეს. საღამო სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობებით, ფოლკლორული თუ ინდივიდუალური შესრულებით იყო დატვირთული.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა. ასევე მასწავლებლის 2017 წლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, ეკატერინე წულუკიძე. ლადო აფხაზავამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სიმბოლური მედლები გადასცა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებას სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი და მუსიკის პედაგოგი იზა ხეცურიანი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიება რცხმელურის საბანკეტო დარბაზში გაიმართა.

„საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლას გადაწყვეტენ, 2019 წელს სახელმწიფოსაგან ერთჯერად ფულად ჯილდოს იღებენ. ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი, ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო და ხელს უწყობს მათ ღირსეულ გაცილებას სკოლიდან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება