სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„ვფიქრობთ, ვდარდობთ, განვიცდით პრაქტიკოსი მასწავლებლების გამო, ვმუშაობთ მათ საკითხზე“ - ბერიკა შუკაკიძე
10-10-2019
-
+


უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების დასახმარებლად, ვინც კომპეტენცია დაადასტურა, მაგრამ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრედიტქულა დააკლდა.

ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა.

„ვფიქრობთ, ვდარდობთ, განვიცდით პრაქტიკოსი მასწავლებლების გამო. ვმუშაობთ საკითხზე, თუ როგორ შევძლებთ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით. უახლოეს დღეებში ყველაფერს მოგახსენებთ“, - განმარტა ბერიკა შუკაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ რამდენიმე დღის etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად, ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის არასაპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც კომპეტენცია დაადასტურეს, მაგრამ არა აქვთ სრულად საჭირო 19 კრედიტქულა, უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასასვლელად. მისი თქმით, ასეთ მასწავლებლებს, განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტის განმარტებით, სამინისტრომ და მასწავლებელთა სახლმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

ასევე იხილეთ: „პრაქტიკოსი მასწავლებლები საერთოდ დაკარგავენ პროფესიაში დარჩენის პერსპექტივას“ - რას სთავაზობს მასწავლებელთა პროფკავშირი სამინისტროს


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

საბავშვო ბაღებში სათამაშოების რეცხვისა და დეზინფიცირების სიხშირე კანონით არის დადგენილი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება