სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

ნიკო ფიროსმანიშვილის მშობლიურ სოფელს ინტერნეტი დღემდე არ მიეწოდება
09-10-2019
-
+


„კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, სოფელში, სადაც ნიკო ფიროსმანიშვილი დაიბადა და სადაც მის სახლ-მუზეუმს უამრავი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, დღემდე ინტერნეტი არა გვაქვს, რაც ასევე, ჩვენს მომავალ თაობას სწავლასა და წინსვლაში უშლის ხელს“, - ამის შესახებ etaloni.ge-სთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თეა ქენქაძემ განაცხადა.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, სახელოვანი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანიშვილის მშობლიურ სოფელ მირზაანში ინტერნეტ-მომსახურება არ არის და მიუხედავად მაცხოვრებლების არაერთგზის თხოვნისა, ინტერნეტის შეყვანა სოფელში დღემდე ვერ მოხერხდა:

„უინტერნეტობა ძალიან უშლის ხელს ჩვენს ბავშვებს სწავლასა და წარმატების მიღწევაში. მაგალითად, რამდენი ხანია, ინტელექტუალურ პროექტ izrune.ge-ში ჩართვა გვინდა, მაგრამ ამას ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ ვახერხებთ. მე მშობელიც ვარ და მასწავლებელიც. ვხედავ, რომ ამ პრობლემის გამო ბავშვებს ბევრ სიკეთეზე უწევთ უარის თქმა. ჩვენი პრობლემის შესახებ ყველამ იცის, რამდენჯერმე მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მივმართეთ და ისინიც მხარში გვიდგანან, მაგრამ ჯერჯერობით დახმარება ვერავინ შეძლო. შევაგროვეთ ხელმოწერები და კომპანია „მაგთიკომს“ საკუთარი ხელით გადავუგზავნე, „სილქნეტსაც“ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ჩანს. შეიძლება, რომ სოფელში სადაც ნიკო ფიროსმანიშვილი დაიბადა და სადაც დღემდე მის მუზეუმს უამრავი ტურისტი სტუმრობს, ინტერნეტი არ არსებობდეს? აქ პატარა საოჯახო სასტუმროები აქვთ და ტურისტებთან მაინც არ არის უხერხული?“- აცხადებს თეა ქენქაძე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი კი etaloni,ge-სთან აღნიშნავს, რომ სკოლის თითოეულ მოსწავლეს აქვს სურვილი, izrune.ge-ზე დარეგისტრირდეს, თუმცა ამას ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ:

„მირზაანის სკოლა ჩვენ გვაქვს შემოერთებული და ინტერნეტის უქონლობის გამო, ყოველთვის იჩაგრებიან მირზაანელი ბავშვები.  სკოლაში, განათლების სამინისტროს დაფინანსებით შევიყვანეთ ინტერნეტი, მაგრამ სოფელში, ოჯახებში ხომ გვინდა? ახლა, მაგალითად, ჩემი სკოლის თითოეულ ბავშვს, აქვს izrune.ge-ში ჩართვის უდიდესი სურვილი, მაგრამ ბავშვმა ოჯახთან ერთად ხომ უნდა შეასრულოს ტესტები? როგორ უნდა იმუშაონ? მეზობელ სოფელში გაყვანილია ინტერნეტის ცენტრალური ხაზი და იქნებ ჩვენც მოგვხედონ და ეს პრობლემა მოგვიხსნან! გვინდა, ყველა მოსწავლე ჩავრთოთ პროექტში და კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიოთ. გამოსწორდეს ეს სიტუაცია და შემდეგ ნახეთ, როგორი აქტიურები ვიქნებით!“- აცხადებს დირექტორი.

მირზაანის მაცხოვრებლების სახელით, სკოლის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ და ინტერნეტ-კომპანიების გულისხმიერების იმედს არ კარგავენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება