| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები“ - აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებს და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს უდიდესი წარმატება გვაძლევს უნიკალური შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
„იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება - ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეული წარდგენის ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ შევძელით და მრავალ ქვეყანას ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გავაცანით ჩვენი კულტურა.
ყველაზე მთავარი ამბავი ჩვენს დედაქალაქში ახლა იწყება - 2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები. ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. გვინდა, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლები - ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი შვილები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ქართული კულტურის, ასევე განათლების სფეროსთვის. კიდევ ერთხელ მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და, ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება