სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
08-10-2019
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის,  ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით,  X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლის ფუნქციები მოირგეს და გაკვეთილები ჩაატარეს.

გაკვეთილების ცხრილი პირველიდან მეცხრე კლასამდე სხვადასხვა მოსწავლეებზე მათი ინტერესების, სურვილების, აკადემიური მოსწრებისა და შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილდა. 

„მოსწავლეებმა მასწავლებლების ფუნქციებს თავი წარმატებით გაართვეს. მათ სამზადისი რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილები დაგეგმეს, რესურსები  მოიძიეს და საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარეს. თავის მხრივ, პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას მთელი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ. 

ამ ღონისძიებით, ჩვენ შევძელით, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და დაინტერესება. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება სკოლის აღსაზრდელებს მომავალში პროფესიების არჩევასა და მომავლის მიზნების დასახვაში დაეხმარებათ. 

დღის ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მისალოცი სიტყვებითა და ლექსებით მიულოცეს. 

სკოლის ადმინისტრაციამ, ლიანა პილტოიანმა მოსწავლეებს სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებულად, საინტერესოდ წარმართვასა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება