სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომარდულის საჯარო სკოლის პედაგოგ მადონა ჯაყელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-10-2019
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის გომარდულის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი მადონა ჯაყელი წამყვანი მასწავლებელი გახდა.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მას წარმატებას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მადონა ჯაყელი სკოლაში გერმანულ ენას 2007 წლიდან ასწავლის. ის გამოირჩევა პროფესიონალიზმით, საზოგადოებრივი აქტიურობით. არის შრომისმოყვარე, გაკვეთილებს ატარებს ინოვაციური მეთოდებით, მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივ კომპეტენციას. მისთვის წარმატებისკენ მიმავალი გზა  იოლი არ ყოფილა.  

ამ პერიოდის განმავლობაში მან განახორციელა არაერთი პროექტი, სახელდობრ: ,,გომარდულის წარსული და თანამედროვეობა“, ,,ვიმოგზაუროთ გერმანიაში?“, ,,ქართული და გერმანული განათლების სისტემა“, ,,გერმანია-ევროპის ძრავა“.

ხელმძღვანელობდა შემდეგ პროგრამებს: ,,სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“- პროექტი ,,პოლიგლოტები“, ,,სკოლების საგრანტო დაფინანსების პროგრამა ,,თავისუფალი გაკვეთილები“-  პროექტი ,,მკითხველთა კლუბი“, ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“- პროექტი ,,გარემოს დაცვა“.

მადონა ჯაყელი ყოველთვის ზრუნავს თავის პროფესიულ განვითარებაზე. იგი აქტიურად არის ჩართული და მონაწილეობს  სხვადასხვა სახის სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში.

იგი მონაწილეობდა შემდეგ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში: სკოლა ,,ფესვების“ მიერ ორგანიზებული  სემინარი ,,ავსტრიული დღეები“. DAAD-ის მიერ ორგანიზებული სემინარი ,,შეცდომების გასწორება გერმანული ენის გაკვეთილზე“. მპგეც-ი,  ,,ურთიერთთანამშრომლობითი სწავლება“, სკოლა ,,ევრო-2000“ი-,,სცენური სწავლება უცხო ენის გაკვეთილზე“ და ,,მოსმენილი ინფორმაციის გაგება-გააზრების სავარჯიშოები გერმანული ენის გაკვეთილზე“, ,,ერთობლივი გაკვეთილი“ და ,,კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება ტექსტების შესწავლის დროს“

მადონა ჯაყელი,  როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის ფასილიტატორი, ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ ზრდაში.  ამ მიზნით, იგი ხელმძღვანელობდა შემდეგ სამუშაო  შეხვედრებს: ,,ინტერნეტ რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში“ და ,,მოსწავლეთა შეფასება“.

მადონა ჯაყელს გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შემდეგი  ტრენინგები და აქტივობები. მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები და ცნობები: ტრენინგ-კურსი ,,პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“ და ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. აქტივობები:  ,,გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა“,  ,,ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე“, ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“,  ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“.

მადონა ჯაყელი, პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის, არაერთხელ დაჯილდოვდა სიგელებითა და დიპლომებით  სხვადასხვა უწყების მიერ.

ის, ასევე, იყო ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის აქტიური მსმენელი, რამაც ხელი შეუწყო მის წარმატებულ საქმიანობას საქმისწარმოების მიმართულებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება