ფხვენისის საჯარო სკოლის 6 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-10-2019
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის 6 პედაგოგს - მერი გიუნაშვილს, ნუნუ ჩლაიძეს, ია ჯავახიშვილს, გიული მეტრეველს, ლალი ჯაფიაშვილს და ანა სანიკიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას უსურვებს .
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.