სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს პედაგოგს ვარსკვლავი გაუხსნეს
07-10-2019
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მასაწავლებლის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები თამარ ასკურავა ლილი კვასხვაძე, ეკა ჩიჩუა, ნარგიზ იმნაძე, მზევინარ ამაღლობელი გააცილა. საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, მაყვალა გვარჯალაძეს კი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნეს.

„ქალაქის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას ლამაზი შენობა აუგიათ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ბებერია, თუმცა კოხტა და ჟრიამულით სავსე. ეს ლანჩხუთის პირველი სკოლაა, რომელიც საუბილეოდ ემზადება. აქ, ამ სკოლაში უამრავი თაობა აღიზარდა. აქ იშრომეს და დიდი კვალი დატოვეს ნიჭიერმა პედაგოგებმა. ვინ იცის, რამდენი მადლიერი მოსწავლე გასულა N1 საჯარო სკოლის კარიდან. რამდენი ღვაწლმოსილი პედაგოგი გაუცილებია ამ კედლებს, დერეფნებს, მერხებს,სკოლის სიმბოლოდ ქცეულ ჭადარსა და კიპარისებს. მათი სახელი პირველი სკოლის ისტორიას შეერწყა და  სკოლა დარჩა ასე ერთად, მასწავლებელი და მოსწავლე.

დღეს მასწავლებლის დღეა. მასწავლებლის, რომელსაც მუდამ თვალწინ უნდა ჰქონდეს მაღალი იდეალები. იგი ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, ყოფითი საზრუნავით სავსე და წვრილმან- მსხვილმანი საქმეებით დატვირთული, მაგრამ სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ არასოდეს მოაშორებს მზერას მწვერვალს, რომელიც წინსვლისა და განვითარებისაკენ უბიძგებს მოსწავლეს.

დღეს ლანჩხუთის პირველი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები სკოლიდან გავაცილეთ: თამარ ასკურავა ლილი კვასხვაძე, ეკა ჩიჩუა, ნარგიზ იმნაძე, მზევინარ ამაღლობელი.

დღეს მადლიერება გამოვხატეთ და დიდი პატივისცემა დავუდასტურეთ პირველი სკოლის პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს მაყვალა გვარჯალაძეს.

დღეს მაყვალა მასწავლებლის პედაგოგიური ნათება ვარსკვლავად გადაიქცა და პირველი სკოლის ბებერ კედლებს სამუდამოდ ამოებეჭდა. თაობები ნახავენ, იმსჯელებენ, შეაფასებენ და კიდევ ერთხელ მიხვდებიან, რომ არსად იკარგება ნიჭიერება, სათნოება, სიყვარული. ის ვარსკვლავად იქცევა და დიდხანს, ძალიან დიდხანს განაგრძობს ნათებას, მასწავლებლის დღეს გილოცავთ, კოლეგებო”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება