| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ღრელის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული დღე სკოლის თითოეულ მასწავლებელს მიულოცეს. ღონისძიებას ორგანიზება ნათია ღვინიაშვილმა გაუწია.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ულამაზესი ლექსები, სიმღერები და ცეკვები. მასწავლებლებმა გაიხსენეს პირველი ჩატარებული გაკვეთილი თანხმლები ემოციით. პედაგოგებმა ასევე ერთმანეთს მიულოცეს პროფესიული დღე. ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია ღვინიაშვილმა და მოსწავლეებმა პედაგოგები ყვავილებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს ნათია ღვინიაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისა და ორგანიზებისათვის და უსურვებს სრულიად საქართველოს მასწავლებლებს ჯანმრთელობასა და პროფესიულ წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო