სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა მშობლებს მათი სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით შეხვდა
07-10-2019
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს, მათი სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, გაესაუბრა.

სკოლის წარმომადგენელი, იოსებ ჟღენტი, მშობლებს ისეთ თემებზე ესაუბრა როგორიცაა ჩაცმულობა სკოლაში, სამკაულები, აქსესუარები, თმის შეღებვა, მობილური ტელეფონები და პირადი თუ ზოგადი ჰიგიენა. ასევე, ხაზი გაუსვა მოსწავლეთა მხრიდან სწავლის მოტივაციის არარსებობას და ამ მიზნით მოსწავლეთა წახალისების გზებს.

სკოლის მანდატურმა, ხათუნა გაჩეჩილაძემ, მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე, კონფლიქტებსა და დარღვევების ოქმებზე ისაუბრა.

მანდატურმა გაგა ჩუბინიძემ მშობლებს გააცნო ყველა წინაპირობა და ქცევა, როგორ ამოვიცნოთ ბულინგის, კიბერბულინგის თუ სხვადასხვა ინტერნეტთამაშების მსხვერპლი/მაპროვოცირებელი მოსწავლეები.

„ჩვენი სკოლა აგრძელებს მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ შეხვედრებს. ამჯერად, 1-2 ოქტომბერს, სკოლის ადმინისტრაცია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს გაესაუბრა. დღევანდელ დღეს, ისე როგორც არასდროს, სკოლას  და მშობლებს ჩვენი აღსაზრდელების სადარაჯოზე ერთად დგომა განსაკუთრებით სჭირდებათ“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ დიალოგში და გაშალეს ისეთი თემები, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, ბულინგის პრევენცია, ფსიქოლოგის სამსახური და სხვა. საბოლოო ჯამში, საინტერესო და კონსტრუქციული კომუნიკაცია შედგა.

მანდატურის სამსახურმა სახელმწიფოს სკოლებისადმი თანადგომისა და ფსიქოლოგისა და სოციალური სამსახურის უფასო მომსახურების ხელმისაწვდომობის თაობაზე გააჟღერა ინფორმაცია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება