| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N2 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. აღნიშნულის მიზეზი გუშინ 22 აღსაზრდელის ინტოქსიკაცია გახდა.
როგორც ბაღის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ყველა აღსაზრდელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბაღმა კი ფუნქციონირება ლაბორატორიული სინჯების პასუხების გაგებამდე შეწყვიტა.
„დილით დავუკავშირდით ბავშვების მშობლებს და ყველა ბავშვი თავს კარგად გრძნობს. სულ 22 აღსაზრდელი იყო, რომელმაც სტაციონარს მიმართა. ეს იყო სხვადასხვა ჯგუფის ბავშვები, სულ 4 სააღმზრდელო ჯგუფი გვაქვს. ყველა ბავშვი საღამოს 8 საათისთვის სტაციონარიდან გაწერილი იყო. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, სანამ ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ იქნება, როგორც წყალზე ისე პროდუქტებზე. აიღეს წყლის, კერძისა და სხვა პროდუქტების სინჯებიც გაგზავნილია ლაბორატორიებში და 3 დღეში ველოდებით პასუხს. მანამდე ბაღი არ იფუნქციონირებს. დღესაც ბაღში ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან“, - გვითხრა ბაღის წარმომადგენელმა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო
ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
პედაგოგებმა ბავშვებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს
გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო, იმერეთის ნაკლებადცნობილი ღირშესანიშნაობის ადგილზე მონახულება და შემეცნება
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება