სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში ლექტორის გინებისთვის სტუდენტი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
27-09-2019
-
+


სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში ლექტორის შეგინებისა და მასზე გამოქვეყნებული ინტერნეტ-მიმის გამო სტუდენტი ბუბა ნაჭყებია სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო. ლექტორმა - გიორგი გორაშვილმა კი პირადი განცხადების საფუძველზე  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობა შეწყვიტა.

თსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ სტუდენტების დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა კომენტარი, სადაც გორაშვილის მისამართით შეიგინა. აღნიშნულის გამო ლექტორმა სტუდენტს სასამართლოში უჩივლა და მის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, სახდელის დაკისრების გარეშე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის დამრღვევადაც სასამართლომ სტუდენტი მიიჩნია, წვრილმანი ხულიგნობად მოიაზრებს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად სტუდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აპირებს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს:

„ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს. სტუდენტებს გვამარცხებენ, გვჩაგრავენ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, გვაცხოვრებენ ოცნებების გარეშე, კარიერული წინსვლის გარეშე, საჯარო სამსახურის გარეშე! ომი ბრძოლაში წაგებით არ მთავრდება, წინ სააპელაციო ინსტანცია გველოდება!", - წერს ბუბა ნაჭყებია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება