სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ვორკშოპს ჩაატარებს
27-09-2019
-
+


წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის ჩატარდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ვორკშოპი - „კრიტიკული პედაგოგიკა - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება“.

ვორკშოპს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კონსულტანტი ირინე ჯორჯაძე.

ვორკშოპის ხანგრძლივობა 3 დღე, დღეში 2 საათი - 1, 2 და 3 ოქტომბერი.

ვორკშოპის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან კრიტიკული პედაგოგიკის თეორიულ საფუძვლებს, მის მეთოდურ მოდელებს.ვიზუალური კულტურის კრიტიკული ხედვის სწავლების თავისებურებებს. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სხვა სამუშაო შეხვედრებსა და აქტივობებს.

0,5 კრედიტქულა მიენიჭება ვორკშოპში მონაწილე პრაქტიკოს მასწვლებელს. კრედიტის მისაღებად მასწავლებელი უნდა დაესწროს 3 მსგავს შეხვედრას.

1 კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს და გაუძღვება მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრას.

შეხვედრები უნდა ჩატარდეს ვორკშოპის გავლის შემდეგ, ვორკშოპის თემატიკის მიხედვით.

ორგანიზატორი მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • 3 სამუშაო შეხვედრის გეგმა (მიზნისა და თემატიკის/საკითხების მითითებით);
  • დასწრების ფურცელი თითოეული შეხვედრისათვის, ჩატარების თარიღის/დროისა და მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება