სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყება
28-09-2019
-
+


პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

etaloni.ge-სთან საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია რამდენი თავისუფალი ადგილი იქნება გამოცხადებული პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად.

ამასთან, ირინა წეროძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიღება არ ვრცელდება იმ პროგრამებზე, სადაც აპლიკანტებს პროფესიული პროგრამის გავლის პარალელურად სკოლის ატესტატის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

ვის შეუძლია რეგისტრაციის გავლა და პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება:

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება